უკრაინის რადის რამდენიმე დეპუტატი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამის შესახებ თავის ტელეგრამზე ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ დაწერა.
მისი ცნობით, რეზნიკოვი გადადის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის პოზიციაზე, ხოლო თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანლი კირილ ბუდანოვი დაინიშნება.
რაც შეეხება რეზნიკოვის პოზიციას, ის უკრაინულ გამოცემასთან აღნიშნავს, რომ არც პრეზიდენტს და არც პრემიერ-მინისტრს მისთვის ახალი თანამდებობა არ შემოუთავაზებია და ის უარს იტყოდა თუ ასეთ შემოთავაზებას საერთოდ მიიღებდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გამოცდილება არ აქვს. მისი თქმით, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ერთი ადამიანი – ვოლოდიმერ ზელენსკი. პრეზიდენტის ოფისის განცხადება რეზნიკოვთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
2023 წლის იანვარში, უკრაინულმა გაზეთმა „კვირის სარკემ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარი იყო, რომ სამხედროებისთვის თავდაცვის სამინისტრო იმაზე მეტს იხდის საკვებში, ვიდრე ბაზარზე არსებული ფასებია.
რამდენიმე კვირის წინ, თავდაცვის მინისტრი მოადგილე და ასევე შესაბამისი სამსახურის დეპრატამენტის ხელმძღვანელები სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ამ სკანდალების ფონზე, სოციალურ ქსელში გავრცელდა პუბლიკაცია რეზნიკოვის სავარაუდო გათავისუფლების შესახებაც.