მთავარისაქართველოპარლამენტში საგაზაფხულო სესიისთვის ემზადებიან

პარლამენტში საგაზაფხულო სესიისთვის ემზადებიან

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ – ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე განიხილება. სესია ხვალ, 7 თებერვალს პლენარული სხდომით გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის მთავარი საკითხები კი 12-პუნქტიანი ევრორეკომენდაციის ფარგლებში ინიცირებული კანონის პროექტების განხილვა და მიღება იქნება.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საქართველოს აქვს რესურსი მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი და, მათივე თქმით, ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში ასევე ახალი სახალხო დამცველის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი დგას, რაზეც პოლიტიკურ მხარეებს შორის ამ დრომდე ვერ შედგა კონსენსუსი.

12-პუნქტიან რეკომენდაციებსა და საგაზაფხულო სესიაზე საუბრობენ „ქართულ ოცნებაშიც“. მაგალითად, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ომბუდსმენის არჩევის პროცესში არასამთავრობო სექტორმა ნეგატიური როლი შეასრულა და ოპოზიცია საკუთარ არჩევანში ჩაკეტა.

პირველი პლენარული სხდომა ხვალ შედგება. როგორც ცნობილია, სესიის ფარგლებში იგეგმება პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა. ასევე საგაზაფხულო სესიის პირველ ნახევარში დეპუტატების წინაშე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა წარსდგეს.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend