მთავარისაქართველოშალვა პაპუაშვილი: საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა

შალვა პაპუაშვილი: საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა

ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მან ცხრილის სახით ქვეყნის სხვადასხვა სფეროში მიღწევების ქულებიც წარმოადგინა და განცხადების ტექსტში აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს სრულად იმსახურებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

“ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების 6 ჯგუფიდან 3-ში, მათ შორის ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში.

ამასთან, ეს შეფასება კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ ქართველებზე, რომლებიც მაშინ და დღესაც, სიტყვით და წერილობით, შიგნით და გარეთ გვიმტკიცებენ ჩვენ და უმტკიცებენ ევროკავშირს, თუ როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს.

არადა, ამ ანგარიშთან ერთად, მხოლოდ ბოლო დღეებში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით: კორუფციის აღქმის ინდექსში ვუსწრებთ ყველა კანდიდატს, ევროკავშირის 9 და ნატოს 11 წევრ ქვეყანას. ადამიანის თავისუფლების ინდექსში ვუსწრებთ ყველა კანდიდატს, ევროკავშირის 3 და ნატოს 7 წევრ ქვეყანას“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend