მთავარისაქართველოროგორ აფასებენ ევროკომისიის ანგარიშს საქართველოში

როგორ აფასებენ ევროკომისიის ანგარიშს საქართველოში

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებთან და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ამ დოკუმენტში წარმოდგენილი შედეგები საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული რეფორმებისა და ევროპული პოლიტიკის კურსის შედეგია. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, წარმატებით სრულდება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიც.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ევროკომისიის დადებითი ანგარიში საქართველოს ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამბობენ, რომ 12-პუქნტიანი რეკომენდაციების შესრულება ჯერ კიდევ მთავარი გამოწვევაა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ ცალკეული მიმართულებებით მეტი მუშაობაა საჭირო, თუმცა ქვეყანას დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებას ულოცავს.

გასულ წელს ევროკავშირიმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend