მთავარიაზიაინდოეთიინდოელი გეი წყვილები ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლებისთვის იბრძვიან

ინდოელი გეი წყვილები ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლებისთვის იბრძვიან

ინდოელი გე წყვილის სიყვარულის ამბავი 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც ღრმად კონსერვატიულ ინდოეთში ჯერ კიდევ არ იყო მიღებული ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა და ლგბტქ+ ადამიანები ბევრი სტიგმისა და იზოლაციის წინაშე იდგნენ.

საქსენა და კოტია წლების განმავლობაში მალავდნენ მათ ურთიერთობას და შორიდან უყურებდნენ, თუ როგორ იცვლებოდა მათ ქვეყანაში ჰომოსექსუალი პირების მიმართ მიდგომა და დამოკიდებულება.

„ჩვენ წლების წინ ძალიან დაუცველები ვიყავით. მოზარდობიდან უკვე წყვილი ვართ და ამ დროის განმავლობაშ განსაკუთრებით ვფრთხილობდით, რომ ჩვენს შესახებ არავის გაეგო. ეს ძალიან რთულია. როდესაც შენიღბვა გიწევს იმის გამო, რომ ვინმემ შენი პირადი ცხოვრების გამო რამე არ დაგიშავოს. ამ წლებში ჩვენ ბევრ გამოწვევას გავუძელით და ახლა დროა საზოგადოება კიდევ უფრო გაიზარდოს და ჩვენ დავეხმაროთ ამ პროცესში. ვფიქრობთ, რომ დროა გეი წყვილების ქორწინება ინდოეთში დაშვებული უნდა იყოს“, – ამბობს ლგბტქ+ აქტივისტი უტკარშ საქსენა.

წლების განმავლობაში ინდოელმა საზოგადოებამ თანდათან მიიღო ლგბტქ+ ადამიანები, რომლებიც საერთო საზოგადოების წევრები არიან. ახლა ამ თემის აქტივისტები და უფლებადამცველები სახლემწიფოსგან ითხოვენ, რომ წყვილებს ურთიერთობის კანონიერების საშუალება მიეცეთ.

„სახელმწიფო ყველა მოქალაქეს თანაბრად უნდა მიუდგეს. თუ თანასწორ საზოგადოებას ვქმნით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებს ქორწინების უფლება მიეცეთ. იმის გამო, რომ ეს ვიღაცისთვის მიუღებელია, სახელმწიფომ წინა პლანზე ადამაინის ფუნდამენტური უფლება უნდა დააყენოს და არა პერსონალური მოსაზრებები. ინდოეთმა ამ კუთხით ბევრი გამოიარა. ჯერ იყო მკვლელობით დასჯა, მერე მხოლოდ პატიმრობა, შემდეგ მკურნალობის მცდელობები, ბოლოს საზოგადოების წევრებად მიღება. ახლა კი დროა სრული გათანაბრება მოხდეს კანონის კუთხით. ჩვენ წიგნიც კი შევქმენიტ ამაზე: – „ერთნაირსქესიანთა ქორწინება ინდოეთში“. ამ წიგნში თავმoყრილია 15 ქვეყნისა და ინდოეთის გამოცდილების შესახებ არსებული მასალები“, – აცხადებს გენდერული საკითხების კვლევების ექსპერტი რუთ ვანიტა.

ღია მოთხოვნების მიუხედავად, ინდოეთში ასევე ძლიერია ერთნაისქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგეთა კამპანიაც. კონსერვატორული შეხედულების მქონე საზოგადოებები მიიჩნევენ, რომ ამ მოთხოვნის დაკანონება საზოგადოებას გაანადგურებს.

„ეს ხალხი ჩვენი საზოგადოების წევრია, მაგრამ მათი ქორწინება აღიარებული და დაკანონებული არ არის. მათი პირადი ცხოვრება სხვა საკითხია, მაგრამ ნორმატიული კანონის გავრცელება დაუშვებელია. ერთნაირსქესიანთა ქორწინებით, საზოგადოება განადგურდება“, – “რაჯია საბას” გაერთიანების წევრი სუშილ მოდი.

უტკარშ საქსენა და ანანია კოტია ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. მათ მიაჩნიათ, რომ კანონიერი აქტი მხოლოდ ფორმალობაა, თუმცა მნიშვნელოვანი.

„ჩვენ მაინც ერთად ვცხოვრობთ. ამაზე უკვე ღიადაც ვსაუბრობთ და ვის ექმნება პრობლემა ჩვენი ფორმალური ქორწინებით. თუ ჩვენი ასეთი ცხოვრებით არ ინგრევა საზოგადოება, რატომ დაინგრევა მაშინ, თუ ხელს მოვაწერთ?“,- აღნიშნავს უტკარშ საქსენა.

ლგბტქ+ აქტივისტები პეტიციაზე ხელის მოწერით, ცდილობენ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას. იმის მიუხედავად, რომ ახლა მათ სიცოცხლის ხელყოფის პრობლემა ნაკლებად აქვთ და ჩვეულებრივად ცხოვრობენ, მაინც სურვილი აქვთ ფორმალური ქორწინების, სადაც ინდური ტრადიციული ფერადი ცერემონიით გამართავენ წვეულებას.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend