მთავარიმსოფლიოკავკასიასაერთაშორისო დავა ბაქოსა და ერევანს შორის

საერთაშორისო დავა ბაქოსა და ერევანს შორის

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებამ სამხედროდან, სამართლებრივ განზომილებაში გადაინაცვლა. ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დაობენ.

აზერბაიჯანის წარმომადგენელი, სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ელნურ მამადოვი აცხადებს, რომ ბაქომ სომხური მხარის მიერ განთავსებული 3 ათასამდე ნაღმი აღმოაჩინა.

„თუ ადამიანებს, რომელთაც გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის დაბრუნებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებათ, თავად ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, როგორ უნდა მოვუწოდოთ სხვა ადამიანებს ამ ტერიტორიებზე დაბრუნებისკენ? სომხური მხარის მიზანი ნათელია, მათ სურთ რომ ამ ტერიტორიებზე ეთნიკური აზერბაიჯანელები არ დაბრუნდნენ“, – აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ელნურ მამადოვი.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სომხური მხარის წარმომადგენელი კი აზერბაიჯანული მხარის მიერ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.

„იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიხვდება თუ სინამდვილეში რა მიზნები ამოძრავებს აზერბაიჯანულ მხარეს. მათ სურთ, ბაქოს მიერ ჩადენილი დანაშაული ყურადღების მიღმა დარჩეს. ჩვენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნაღმებს არ ვათავსებთ. სომხური მხარე ამგვარი ქმედებით დაკავებული არ არის“, – უპასუხა ბრალდება სომხეთის წარმომადგენელმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში იეგიშე კირაკოსიანმა.

2020 წელს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, კონფლიქტის რეგიონი 90 ათასამდე ადამიანმა დატოვა, ომს კი ორივე მხრიდან 7 ათასამდე სამხედრო შეეწირა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend