მთავარისაქართველოეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩება

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 1 თებერვალს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ს შეადგენს.

პირველ თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ინფლაციის დონის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ბუნდოვანი მოლოდინების ფონზე, საქართველოში ინფლაცია შედარებით შეკავებულია.

კობა გვენეტაძემ თქვა, რომ 2022 წლის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში მიგრანტების წილი მხოლოდ 1.5% იყო.

ასევე, 1-ლი თებერვლიდან ბანკებს შორის გადარიცხვებზე ეროვნული ბანკი საკომისიოს ზედა ზღვარს აწესებს. საუბარია, გადარიცხვებზე რომელიც RTGS სისტემის საშუალებით ხორციელდება. ცნობისთვის, აღნიშნული სისტემით ხორციელდება ბანკებს შორის ლარით გადარიცხვები, ასევე გადარიცხვები ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში და პირიქით.

„სისტემით მომსახურებისთვის კომერციული ბანკებისთვის დადგენილია მომსახურების ტარიფები, რომელიც კვირის სამუშაო დღეებში, 9:00 საათიდან 17:45 საათამდე შუალედში შეადგენს 10 თეთრიდან 20 თეთრამდე.

2022 წლის ნოემბერში, RTGS სისტემის შესაბამის წესებში განხორციელდა ცვლილებები, რომლითაც დადგინდა მომხმარებლებისთვის დასადგენი მომსახურების საკომისიოს ზედა ზღვრები მომხმარებლის ტიპის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერი) და თანხის სიდიდიდან გამომდინარე იმ გადარიცხვებისთვის, რომლებიც RTGS სისტემის საშუალებით განხორციელდება,“- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ეს მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომა იყო, რომელსაც გვენეტაძე უძღვებოდა. მარტიდან მას უფლება-მოსილების ვადა ეწურება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend