ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო რეგულაციის კომიტეტის უახლეს, მეოთეთხმეტე შეხვედრაზე განიხილეს, შეიძლება თუ არა, რომ უკვე გამოცხადდეს კოვიდ 19-ის პანდემიის დასასრული, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ დაწყო. განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება.
ფორმალურად ეს ნიშნავს იმას, რომ კოვიდს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში უნარჩუნდება სტატუსი – საგანგებო მდგომარეობა, რაც ჯანმოს მიერ შემუშავებულ დონეებს შორის უმაღლესი კლასიფიკაციისა.
კომიტეტის განხილვას დაეთახნმა ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ საგანგეობო მდგომარეობის სტატუსი ნარჩუნდება, თუმცა კორონავირუსის პანდემია უკვე გარდამავალ ეტაპზეა.
გასული წლის ბოლოს ჯანმოში ვარაუდობდნენ, რომ სტატუსი შეიცვლებოდა, თუმცა ჩინეთში კორონავირუსის მოულოდნელმა აფეთქებამ და გარდაცვლილთა რაოდენობის მატებამ ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
გასული წლის დეკემბერში ჩინეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ნულოვანი კოვიდის პოლიტიკაზე და მას შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან მოყოლებული ჩინეთის საავადმყოფოებში კოვიდით 60 ათასამდე ადამიანი გაირდაცივალა.
ეს პეკინის ოფიციალური მონაცემებია, თუმცა ჯანმოში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეალური რიცხვი შეიძლება უფრო მეტი იყოს, რადგან მასში არ არის მითითებული იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სახლში გარდაიცვალა.
რაც შეეხება საქართველოს, სამედიცინო ექსპერტების თქმით, საქართველოში კორონავირუსი უკვე იქცა რიგით ვირუსად და სხვა მოცირკულირე ვირუსებს შორის. StopCov-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა 52 შემთხვევა. რაც შეეხება ვაქცინაციას, ერთხელ აცრილია 2 930 677 და ორმაგი დოზა, ანუ ვაქცინაციის სრული კურსი გავლილი აქვს 1 276 173 ადამიანს. რაც შეეხება შეზღუდვებს, პრაქტიკულად, ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, გარდა სამედიცინო დაწესებულებებში პირბადის ტარებისა, გაუქმებულია.