მთავარისაქართველოავსტრიის კანცლერის ვიზიტი

ავსტრიის კანცლერის ვიზიტი

კარლ ნეჰამერი: მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას

დღეს, 30 იანვარს საქართველოს ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი პირველ ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

კარლ ნეჰამერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა, სადაც ჯერ ოფიციალური ცერემონია გაიმართა, შემდეგ კი ორი ქვეყნის პირველმა პირებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა საქართველოსა და ავსტრიის თანამშრომლობაზე, ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობასა და რუსეთ-უკრაინის ომზე გაამახვილეს ყურადღება.

ავსტრიის კანცლერმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, ევროკავშირში გაწევრება ამად ღირს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend