მთავარისაქართველოუძრავი ქონება ძვირდება - ექსპერტების პროგნოზი

უძრავი ქონება ძვირდება – ექსპერტების პროგნოზი

დიდ ქალაქებში ბინები გაძირდა. ისტორიულ მაქსიმუმზეა იჯარის ფასიც.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2022 წლის ბოლოს უძრავი ქონება
საქართველოში წლიურად 14,3%-ით გაძვირდა… და ეს მაჩვენებელი
ყოველდღიურად იზრდება.
საინვესტიციო კვლევით ორგანიზაციებში უძრავი ქონების ბაზარს
ყოველდღიურად აკვირდებიან და მათი პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში
ბინის შეძენაც და იჯარაც კიდევ უფრო ძვირი იქნება, ვიდრე შარშან იყო.

საინვესტიციო კვლევითი ორგანიზაცია „თიბისი კაპიტალის“ უფროსი
მკლვლევარი, ირინა კვახაძე ამბობს: „განსაკუთრებით გაქირავების ნაწილში ეს
ზრდა არ იქნება ისეთი მასშტაბური… როგორიც იყო მაგალითად 2022 წელს.
მაგრამ მაინც ველით, რომ დოლარში გაქირავების ფასები გაიზრდება. ასევე, ჩვენი
პროგოზით გასაყიდი ფასიც დაახლოებით 18%-ით გაიზრდება.“
ექსპერტები აცხადებენ, რომ 2022 წელს უძრავი ქონების ფასის ზრდა
საქართველოში რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის ლარის გამყარებამ,
სამშენებლო მასალის გაძვირებამ და სახელმწიფოს მიერ იპოთეკური სესხების
სუბსიდირებამ.

თუმცა, უძრავი ქონება ყველაზე მეტად მაინც რუსეთიდან
მიგრანტების ჩამოსვლამ გააძვირა. უძრავი ქონებით ვაჭრობის აგენტები
ამბობენ, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელი ფართის
დაქირავებაზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ამ ეტაპზე საკმარისი ბინებიც
კი არ არის.

უძრავი ქონების აგენტი ნათია კიკოლაშვილი ამბობს: „თავიდან, მიგრანტების
შემოდინებამ ძალიან აგვრია. ფასების ტრანსფორმაცია მოხდა. რაღაც ეტაპზე
ფაქტობრივად არავინ იყო ფასებზე ჩამოყალიბებული. ყველაფერი
გამქირავებილს შეხედულებაზე იყო დამოკიდებულ. დღესაც მეტწილად ეს
ტენდენციაა.“

ბაზრის მკვლევრების აზრით, უძრავი ქონების ფასი საქართველოში 2024
წლიდან ეტაპობრივად შემცირდება, თუმცა ჯერ პროგნოზირება მაინც რთულია
იმ ფონზე, როცა რეგიონში მდგომარეობა არასტაბილურია და ამ ეტაპზე ეს
სფერო მაინც მიგრაციულ ნაკადებზეა დამოკიდებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend