მთავარიევროპაუკრაინა„პუტინი ჩემთვის არავინაა, არავინ“ - ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან

„პუტინი ჩემთვის არავინაა, არავინ“ – ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან

ქეი ბარლეი, „სქაი ნიუსის“ ჟურნალისტი:  ამერიკული ტანკებს ალბათ აგვისტოში მიიღებთ, ეს გვიანი ხომ არ იქნება?

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი:  არ ვიცი, მართლა, არ ვიცი ამჟამინდელი მოცემულობა, თუ როდის მოგვაწვდის ამერიკა ტანკებს. არ ვიცი, როდის მოგვაწვდის ევროპა ტანკებს. ჩვენ მადლიერნი ვართ ფრანგული ტანკებისთვის, მადლიერნი ვართ მაკრონის. მან ახალი ეტაპი წამოიწყო, როდესაც ჩვენთვის ტანკების გადმოცემის შესახებ განაცხადა. ორი თუ სამი კვირის წინ გვქონდა საუბარი და მან სწორედ მაშინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს ძალიან გამიხარდა, მაგრამ მე ხომ უკრაინის პრეზიდენტი მხოლოდ ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ ვყოფილვარ. კარგია, რომ ტანკების გადმოცემა გადაწყვიტეს, მაგრამ ეს ტანკები ხომ ჯერ არ მიგვიღია?! საჭიროა ჯარისკაცების შესაბამისად გაწვრთნაც, ვინ იცის როდის მივიღებთ ლეოპარდ ორი ტიპის ტანკებს, ეს დღეს არავინ იცის. თავისთავად ეს რამდენიმე დღეში გვეცოდინება ან რამდენიმე კვირაში, ეს პრობლემა გახლავთ.

ქეი ბარლეი, „სქაი ნიუსის“ ჟურნალისტი :  სამართლიანი იქნებოდა თუ არა გვეთქვა, რომ გერმანული მხარის ორჭოფობა უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლის ფასად დაჯდა?

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი : ეს ომი გახლავთ და ჩვენს მოქალაქეებს რუსეთი ხოცავს და არა გერმანია. ეს ომი გერმანიას არ ეხება, არ ეხება არც საფრანგეთს, არც ბრიტანეთს, არავის, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს რუსული ნარატივია, რომლის თანახმადაც უკრაინაში რუსეთის სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები ებრძვის, რომ მათ ნატო ებრძვის. ეს მათი ნარატივია. ისინი ცრუობენ. მე არ მაქვს ნარატივი, მე პრაგმატულად და ღიად ვსაუბრობ გერმანულ მხარესთან. მადლიერი ვარ, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის. მართალია, რომ მათ მიერ ჩვენთვის ტანკების გადმოცემა გაჭიანურდა, მაგრამ ემოციური თვალსაზრისით ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის ბერლინისთვის დაბრალება არ არის მართებული. შეიძლება ჩემი ინგლისურით გასაგებად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ გერმანია ჩვენ გვეხმარება. ბევრი ჩვენი მოქალაქე გერმანიაშია და მათ ეხმარებიან, ეს მნიშვნელოვანია.

ქეი ბარლეი, „სქაი ნიუსის“ ჟურნალისტი :  გიფიქრიათ თუ არა იმაზე, როგორი იქნებოდა თქვენსა და პრეზიდენტ პუტინს შორის შეხვედრა?

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი : ეს მე არ მაინტერესებს, არ მაინტერესებს არც მასთან შეხვედრა და არც საუბარი. რატომ? რადგან ერთხელ უკვე შევხვდით ნორმანდიის ფორმატში. ეს ინტერვენციამდე იყო. მე ვიხილე ადამიანი, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს.

ქეი ბარლეი, „სქაი ნიუსის“ ჟურნალისტი : შეხვედრამ აზრი ხომ არ დაკარგა?

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი : არა, ეს საკითხი უბრალოდ არ მაინტერესებს. ვინ არის ის ახლა? ინტერვენციის შემდეგ ის ჩემთვის არავინაა, არავინ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend