მთავარიევროპავატიკანირომის პაპი ფრანცისკე: „ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის“

რომის პაპი ფრანცისკე: „ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის“

Associated Press-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში რომის პაპმა ფრანცისკემ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

პონთიფიკოსს, გერმანიის კათოლიკურ ეკლესიაში რეფორმირებისთვის შემოთავაზებული იდეები, რომ სასულიერო პირებს ქორწინების უფლება მიეცეთ და ერთნაირსქესიანთა კურთხევაც შესაძლებელი გახდეს, სახიფათო იდეოლოგიად მიაჩნია. მისი თქმით, იდეოლოგია ეკლესიის პროცესებში არ უნდა შეიჭრას.

„გერმანიაში სინოდალური გზა ქალაქების ეპარქიების მიხედვით იწყება. ეს ცოტა სინოდის ელიტარულ ნაწილს ეხება. ყველა შემთხვევაში, დიალოგი მნიშვნელოვანია დახმარებისთვის. გერმანიაში სინოდალური ცვლილებები წინ მიიწევს და მგონია, რომ ეს საშიში იდეოლოგიაა. როდესაც რაიმე იდეოლოგია შეიჭრება საეკლესიო პროცესებში, საღვთო სული იქაურობას ტოვებს. უნდა შეეძლოს თუ არა ქალებს სინოდის გადაწყვეტილებებში ხმის მიცემა. უნდა ჰქონდეს თუ არა ქორწინების უფლება განსაკუთრებული ხარისხის მქონე სასულიერო პირებს და უნდა აკურთხოს თუ არა სასულიერო პირმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ამ ყველაფერზე განსაკუთრებული აქცენტით საუბარი, მიმაჩნია, რომ არის იდეოლოგია და ასეთმა იდეოლოგიამ რეფორმის სახე არ უნდა მიიღოს”, – განაცხადა პაპმა.

ამავე დროს, რომის პაპმა გააკრიტიკა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ჰომოსექსუალების სრულფასოვანი ცხოვრების წინააღმდეგაა მიმართული და ხაზგასმით თქვა, რომ ღმერთს ყველა თავისი შვილი უყვარს.

ჰომოსექსუალობის დაგმობა არახალია. ჩემი ინფორმაციით, მსოფლიოში 50-ზე მეტია იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც იურიდიული ნასამართლეობა ეხება პირს, ვინც დადანაშაულდება ჰომოსექსუალური ცხოვრების წესში. ათ ქვეყანაში კი ეს ოფიციალურად ისჯება სიკვდილით. ისინი ამას არქმევენ „არაბუნებრივ ქცევას“. ამ ქვეყნების უმეტესობაში, ეს ერთგვარი კულტურის ნაწილია. რაც ვფიქრობ, რომ არასამართლიანია. რადგან უფლისთვის ყველა ადამიანი თანასწორია და ღმერთს ყველა მისი შვილი ერთნაირად უყვარს. ჰომოსექსუალობა არ არის დანაშაული. მაგრამ ეკლესიის შეხედულებით არის ცოდვა. დანაშაული და ცოდვა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ. მაგრამ, ასევე ცოდვაა ერთმანეთის მიმართ აგრესია და ემპათიის ნაკლებობა. ყველა კაცს და ყველა ქალს აქვს უფლება ჰქონდეთ მომავლის იმედი. ჰომოსექსუალობა ეს არ არის დანაშაული, ეს არის ადამიანის ერთგვარი მდგომარეობა”, – თქვა პაპმა.

რომის პაპი ფრანცისკე მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ქვეყნის ეკლესიის მტრული განწყობა სექსუალური უმცირესობების მიმართ ან ამ თემის დისკრიმინაცია, კონკრეტული ერის კულტურის დამსახურებაა და ამ საკითხს სიფრთხილით და მონდომებით უნდა მიდგომა. კითხვაზე – უნდა ჩაერიოს თუ არა სასულიერო პირები, ამ ქვეყნებში კანონმდებლობის შეცვლის საკითხში, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ასე უპასუხა :

„დიახ, რა თქმა უნდა უნდა. ეს ეკლესიის ვალდებულებაც კია. იმ კონკრეტულ ქვეყნებში ეპისკოპოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ამისთვის, რაც მათ კომპეტენციაშია. მე მოვუწოდებ მათ ამისკენ. თუმცა, მათი გონება ამ კულტურის ნაწილია და ცოტათი რთულია სწრაფი ცვლილებები. მუშაობა უნდა. ფრთხილი და ეტაპობრივი”, – აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ.

რომის პაპმა ასევე უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და პოლიტიკურ ლიდერებს მშვიდობის უზრუნველყოფისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend