საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში, დღეს 24 იანვარს მონაწილეებმა ევროკავშირთან, უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ესენია: რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაცია, ცირკულარული მიგრაციის განვითარების პერსპექტივები და სხვა.
საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა, საკოორდინაციო შეხვედრა 2023 წლის 23-27 იანვრის ჩათვლით იმართება და მასში მონაწილეობას იღებს 68 საკონსულო თანამდებობის პირი, მსოფლიოს 55 ქვეყნიდან.