მთავარიაზიაისრაელითელ-ავივში 100 ათასამდე დემონსტრანტმა მთავრობის გეგმები გააპროტესტა

თელ-ავივში 100 ათასამდე დემონსტრანტმა მთავრობის გეგმები გააპროტესტა

ათიათასობით ისრაელელმა, შაბათს თელ-ავივში პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალი მთავრობის გეგმები გააპროტესტა, რაც სასამართლო სისტემის რეფორმას გულისხმობს. ეს ზომები, როგორც ოპონენტები აცხადებენ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს. დემონსტრაციას ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდიც დაესწრო, რომელიც ახლა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერია.

ოპოზიციის ლიდერი, იაირ ლაპიდი აცხადებს, რომ ეს არის დემონსტრაცია ქვეყნის მხარდასაჭერად და ესაა დემონსტრაცია ისრაელისთვის. მისი თქმით, ადამიანები, რომლებსაც უყვართ ქვეყანა გამოვიდნენ აქ, რათა დაიცვან სასამართლო და თანაცხოვრების იდეა. იაირ ლაპიდი აღნიშნავს, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ისრაელი და ისინი  დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოს მხარდასაჭრად გამოვიდნენ. ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ არ დანებდებიან, სანამ არ გაიმარჯვებენ.

ადგილობრივი მედიისა და პოლიციის ინფორმაციით, თელ-ავივში დემონსტრაციაზე 100 000-მდე მოქალაქე გამოვიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend