მთავარიმსოფლიოევროპაგერმანია და საფრანგეთი უსაფრთხო ევროპის სტრატეგიაზე ვერ თანხმდებიან

გერმანია და საფრანგეთი უსაფრთხო ევროპის სტრატეგიაზე ვერ თანხმდებიან

 

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გერმანიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა. მხარეები ევროპის სამომავლო სტრატეგიაზე ვერ თანხმდებიან. საფრანგეთსა და გერმანიას შორის არსებული ელისეის ხელშეკრულების მიუხედავად, ბოლო დროს ბერლინის და პარიზის ურთიერთობა საკმაოდ ცივია.

სტრატეგიული ევროპის ხელმძღვანელი ჯუდი დემპსი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მხარეები თავდაცვის სტრატეგიებზე ვერ შეთანხმდნენ.

„საქმე იმაშია თუ როგორ ხედავს საფრანგეთი თავის როლს ევროპაში და ევროპის როლს, საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში. ეს არის ის, რასაც გერმანია არ ეთანხმება, რადგან ის არცთუ ისე ძლიერია უსაფრთხოებისა თუ თავდაცვის საკითხებში. ასევე, გერმანია აცნობიერებს, რომ გერმანიისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების გარანტად ამერიკის შეერთებული შტატები რჩება”, – ამბობს ჯუდი დემპსი.

პარიზში მიაჩნიათ, რომ თავდაცვის სტრატეგია მხოლოდ ევროპაზე უნდა იყოს დაფუძნებული, თუმცა ბერლინი ამას სხვანაირად ხედავს. გერმანიამ და რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ოქტომბერში ხელი მოაწერეს კონტრაქტს სახელწოდებით “ევროპის ცის ფარი,” რომელიც ევროპაში შეერთებული შტატებისა და ისრაელის თავდაცვის სისტემების დანერგვას გულისხმობს. ამ გადაწყვეტილებამ საფრანგეთის მხარის აღშფოთება გამოიწვია.

დემპსის ამბობს, რომ ევროკავშირში საფრანგეთი უფრო თავდაცვაზეა ორიენტირებული, ხოლო გერმანია ეკონომიკაზე. მისი თქმით, უკრაინის ომის შედეგად გაიზარდა ნატო, რამაც გერმანია აიძულა შეეწყვიტა ცივი ომის შემდგომი კავშირები რუსეთთან.

„პარიზის და ბერლინის ურთიერთობაში, ევროპის სტაბილურობის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. თუ ისინი გააცნობიერებენ ამ სტაბილურობის მნიშვნელობას, მაშინ მათ შეეძლებათ სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად გააძლიერონ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობები, სადაც ევროპა კიდევ უფრო ძლიერ როლს ითამაშებს”, – ამბობს ჯუდი დემპსი.

წარსული და ამჟამინდელი განსხვავებების მიუხედავად, გერმანია და საფრანგეთი ევროპის მთავარ მოთამაშეებად რჩებიან, რომლებსაც 60 წლის წინ ელისეის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ძლიერი დიპლომატიური კავშირები აქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend