მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიენერგოუსაფრთხოება: ინოვაცია და ევროპის მზის ენერგიის რენესანსი

ენერგოუსაფრთხოება: ინოვაცია და ევროპის მზის ენერგიის რენესანსი

ევროკავშირი გეგმავს, დაასრულოს  რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით მზის ენერგიის დახმარებით.

მზის ენერგია მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოების, კლიმატის ცვლილებისა და დასაქმების  თვალსაზრისით.  ასოციაცია SolarPower Europe-ის მიხედვით,  2022 წელს ევროპაში მზის ფოტოელემენტების სიმძლავრე 41.4 გიგავატამდე გაიზარდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. თუმცა მოცემულ მომენტში მზის ენერგიის ინდუსტრიაში დომინანტი ჩინეთია.

პარიზში დაფუძნებული საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, მზის ენერგიის ინდუსტრიის დაახლოებით 95 პროცენტი 2025 წლისთვის ჩინეთში იქნება თავმოყრილი.

გერმანაიაში ქალაქ ბურგჰაუზენში მდებარეობს კომპანია Wacker Polysilicon-ი, რომელიც პოლისილიკონის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში.

“ჩვენ ე.წ. ენერგოინტენსიური  ინდუსტრია ვართ,“ – ამბობს განმარტავს კომპანია Wacker Polysilicon-ი პრეზიდენტი  ტობიას ბრენდისი. „ჩვენს აქაურ და საქსონიაში მდებარე კიდევ ერთ საწარმოზე  ერთად  მთელი გერმანიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის  0.7- 0.8 პროცენტი მოდის, რაც უზარმაზარი რიცხვია.

სამომავლოდ ინვესტირებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის როგორც არსებული, ისე პროგნოზირებადი პოტენციალის თვალსაზრისით.“

მართალია კომპანია Wacker Polysilicon-ი პოლისილიკონის წარმოების თვალსაზრისით ლიდერია ევროპაში, მაგრამ ამ ნედლეულის უმეტესობა ჩინეთში იწარმოება.

“ჩინეთმა ყველაფერი გააკეთა საამისოდ,“ – განმარტავს ტობიას ბრენდისი. „მათ ეს ინდუსტრია ერთ-ერთ სტრატეგიულ ინდუსტრიად მიიჩნიეს და მიზანმიმართულად ჩადეს ამ ინდუსტრიაში ინვესტიციები.

ევროპა, და სხვათა შორის  ამერიკის შეერთებული შტატებიც, მხოლოდ სწრაფი წარმოების  თვალსაზრისით კი არ უწევდა კონკურენციას, არამედ შესაბამისი საწარმო პირობებითაც“.

ევროკავშირმა თავისი ფართო სტრატეგიის ფარგლებში  შექმნა „მზის ენერგიის ალიანსი“, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბიზნესსა და აქციონერებს, რათა წარმოების პოტენცია გაიზარდოს. იგი ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და მოწოდების წყაროების დივერსიფიცირებას.

ალიანისის პრეზენტაციაზე ევროკომისრმა ტერი ბრეტონმა განაცხადა, რომ მზის ენერგია აუცილებელია დეკარბონიზაციისა და ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის თვალსაზრისით.

თუმცა ევროპა ჯერჯერობით მეტისმეტად არის დამოკიდებული ჩინეთზე. ევროპის ერთიანი ბაზარი  ევროპაში თანამშრომლობას აფართოებს, რათა წარმოება გაიზარდოს. თავისუფალი მიმოსვლა კი საწარმოო ჯაჭვში ჩართულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, ერთად იმუშაონ – ეს კი ხელს უწყობს ევროპის მზის ენერგიის ინდუსტრიას.

მზის პანელების გადამუშავება, როგორც გამოწვევა

საფრანგეთსი ქალაქ გრენობლში ფრანგული სტარტაპი  ROSI-ი მზის ენერგიის საწარმო ჯაჭვის ბოლო რგოლს – გადამუშავებას უზრუნველყოფს. ბოლო წლებში დამონტაჟებული მზის პანელების რაოდენობის ზრდას მალე ამ პანელების მწყობრიდან გამოსვლაც მოჰყვება, რაც ძალიან დიდი პრობლემაა გადამუშავების ინდუსტრიაში.

“ჩვენ წელიწადში 3 ათას ტონამდე პანელის გადამუშავება შეგვიძლია, რაც ცალობით 100 ათას პანელს უდრის,“ – ამბობს ანტუან შალო,  კომპანია ROSI-ის გენერალური მენეჯერი. „მაგრამ ხვალ 3 ათასი კი არა ათასობით ტონის გადამუშავება მოგვიწევს, რადგან საფრანგეთში ნარჩენების რაოდენობა იმატებს“.

მთელ ევროპაში მზის პანელების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო ევროპა მალე გადამუშავების პრობლემის წინაშე დადგება.

კომპანია  Rosi-მ უკვე შეიმუშავა ტექნოლოგია, თუ როგორ ამოიღოს მზის პანელიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები – სილიკონი და ვერცხლი – პიროლიზის მეთოდით. ეს არის გადარჩევის პროცესი, რომლის დროს ფოტოელემენტის ნაწილაკი მინისგან გამოიყოფა, ქიმიური რეცხვის შედეგად კი ვერცხლს აცალკევებენ. ეს კომპანია მალე ფაბრიკის გახსნას აპირებს.

ევროპა ასეთი ტიპის მდგრად ინოვაციასა და ერთიან ბაზარს განიხილავს, როგორც საკუთარი სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის გარანტს.

“გადამუშავება ის სფეროა, რომელშიც ევროპა მოწინავეა,“ – განმარტავს ანტუან შალო. „თუ გვინდა, რომ ევროპაში მზის ფოტოელემენტების ეფექტური ინდუსტრია შევქმნათ, ამ ნივთიერებების გადამუშავება ჩვენი ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობას გააუმჯობესებს.“

კლიმატის, ენერგოუსაფრთხოებისა და დასაქმების პრობლემების გათვალისწინებით, ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ  მზის ენერგიის სექტორი განაახლოს.

 

ავტორი: ანდრეა ბოლითო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend