ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის, აკაკი ჩხენკელის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
ალბომში თავმოყრილია ინფორმაცია და ფოტომასალა აკაკი ჩხენკელის ოჯახის, განათლების, საქართველოს დამფუძნებელ კრებასა და პირველი რესპუბლიკის მთავრობასა და ასევე ემიგრაციაში მოღვაწეობის შესახებ.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ისაუბრეს თსუ-ს ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელმა, სალომე ჭანტურიძემ და IDFI-ის მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ