მთავარიევროპაგერმანიარამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ იმსჯელებენ

რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ იმსჯელებენ

უკრაინას მეტი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა სჭირდება. ომში ჩართული ქვეყნის დასავლელი პარტნიორები მიმდინარე კვირას გერმანიაში შეხვდებიან ერთმანეთს, რათა განიხილონ, როგორ დააკმაყოფილონ  უკრაინის მოთხოვნები. ამავდროულად, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ერთადერთი გზა მშვიდობის დასამყარებლად და მოლაპარაკებების საწარმოებლად უკრაინის დახმარებაა. ამ მიზნის მისაღევად კი იარაღი საუკეთესო საშუალებაა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს.

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, გადასცემენ თუ არა უკრაინას „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის ტანკებს. მას ვეტოს უფლება აქვს იმ საკითხებზე, რომლებიც გერმანული წარმოების საბრძოლო მანქანებს ეხება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი მხარს დაუჭერს ამ ტანკების უკრაინაში ექსპორტს იმ შემთხვევეში, თუ შეერთებული შტატები უკრაინას თავის ტანკებსაც გადასცემს.

დავოსში ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას.  ისინი ყველაფერს აკეთებენ იმის დასამტკიცებლად, რომ  უკრაინელებს  მათი იმედი ჰქონდეთ ამ გაბედულ ბრძოლაში. ამავე დროს, ისინი ცდილობენ, თავიდან აიცილონ ომი რუსეთსა და ნატოს შორის.

პარასკევს დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინისთვის ტანკების გადაცემა იქნება. დღეს ესტონეთში ასევე იკრიბებიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend