მთავარიევროპაუკრაინა„Схова“ - თავშესაფარი, რომლის კედლები 152 მილიმეტრიანი არტილერიიდან დარტყმას უძლებს

„Схова“ – თავშესაფარი, რომლის კედლები 152 მილიმეტრიანი არტილერიიდან დარტყმას უძლებს

„სხოვა“-ს  თავშესაფრები  ერთი შეხედვით ჩვეულებრივ საცხოვრებელ ბინას ჰგავს,  მაგრამ 152 მილიმეტრიანი არტილერიიდან პირდაპირ დარტყმას უძლებს.

„სხოვას“ უკვე რამდენიმე შეკვეთა აქვს ხარკიველებისგან.

„ამ ტიპის თავშესაფრების წარმოების იდეა ზაფხულში გაგვიჩნდა. როცა იძულებული გავხდი ჩემს ოჯახს ჩამოვშორებულიყავი.  მე ხარკივში დარჩენა მომიწია, რადგან ჩვენი წარმოება აქ არის, ჩემი ოჯახი კი სამწუხაროდ აქ ვეღარ ბრუნდებოდა.  მათ ეშინოდათ, რადგან ხარკივში ჯერ ისევ რთული სიტუაცია იყო და ქალაქი ინტენსიურად იბომბებოდა. მაშინ დავფიქრდი: რა უნდა გამეკეთებინა, რომ ოჯახი აქ მყოლოდა? და გაჩნდა ეს იდეა“, – ამბობს ოლექსეი სუსლინი, პროექტ „სხოვის“ დამფუძნებელი.

ეს თავშესაფრები  17 კვადრატული მეტრი ფართობისაა და მოიცავს სამზარეულოს, საძინებელს, საცხოვრებელ ოთახსა და სველ წერტილებს.

ასეთი, ამ  თავშესაფრებში შესაძლებელია სასმელი წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის მომარაგება, რაც სამი ადამიანისთვის ერთი კვირის განმავლობაში იქნება საკმარისი. პროექტის ავტორმა, ოლექსანდრ ჩირვამ „ესოშიეითიდ პრესს“ განუცხადა, რომ თუ ამ ბუნკერების კედლებს უფრო სქელი ბეტონით გაამაგრებენ, ისინი ბალისტიკურ რაკეტებსაც კი გაუძლებენ.

„ამ კონსტრუქციას შეუძლია დაცვა 152 მილიმეტრიანი არტილერიის პირდაპირი დარტყმისგან. ამ ომში ძირითადად ეს ტიპი გამოიყენება. თუ უფრო სქელ ბეტონს ჩამოვასხამთ, შესაძლებელია უფრო დიდი კალიბრის რაკეტებისგან დაცვაც, ასევე ბალისტიკური რაკეტებისგანაც“, – ამბობს ოლექსანდრ ჩირვა.

ასეთი ტიპის თავშესაფრები საწარმოში მზადდება, შემდეგ კი მიწაში ღრმად ეფლობა. მის დამზადებას დაახლოებით ორი თვე სჭირდება და 60 ათას დოლარამდე ჯდება.

ეს დაახლოებით ერთ ოთახიანი ბინის ფასი იყო ხარკივში, ვიდრე რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრებოდა.

სოფო მაქაცარია

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend