მთავარი აზია ავღანეთი ავღანეთში საზოგადოების დასახმარებლად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ბრუნდება

ავღანეთში საზოგადოების დასახმარებლად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ბრუნდება

ავღანეთში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ „თალიბანის“ წარმომადგენლებისგან მიიღეს გარანტიები, რომ ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, უპრობლემოდ შეასრულონ უფლება-მოვალეობები.

„თალიბანი“ ხელისუფლებაში დაბრუნებამდე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ განსხვავებული მმართველობის სტილს აირჩევდა და არ გაიმეორებდა იმ სისასტიკეს, რომელსაც 1996-2001 წლებში ხელისუფლებაში  ყოფნისას ჩადიოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“  2021 წლის აგვისტოში ქვეყანაზე კონტროლი ხელახლა მოიპოვა, ქალების თავისუფლებების შეზღუდვაც მალევე დაიწყო.

უფრო მეტიც, გასულ თვეს ქალებისთვის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების კარიც დაიკეტა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ქვეყნის მმართველებმა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდეს, ქალები აღარ დაესაქმებინათ.

Save The Children იყო პირველი ორგანიზაცია, რომელიც მზად იყო, განეახლებინა საქმიანობა ავღანეთში. როგორც მისი წევრები ამბობენ, „თალიბანის“ წევრებმა მისცეს სანდო გარანტია, რომ ქალები უსაფრთხოდ იქნებიან და მათ კვლავ მიეცემათ მუშაობის უფლება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend