მთავარიამერიკააშშვაშინგტონში მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნას პატივი მიაგეს

ვაშინგტონში მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნას პატივი მიაგეს

უამრავი ხალხი შეიკრიბა მარტინ ლუთერ კინგის მემორიალთან ვაშინგტონში, რათა პატივი მიეგოთ იმ ადამიანისთვის, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას შეეწირა. ეროვნულ დღესასწაულს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრო.

“არჩევანი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. გვინდა, რომ დემოკრატიამ  ავტოკრატია და საზოგადოების ქაოსი დაამარცხოს,  სიყვარულმა სიძულვილზე გაიმარჯვოს?  ეს აქტუალური კითხვებია დღეს. მისი ცხოვრება და მემკვიდრეობა კი პასუხს სცემს დასმულ შეკითხვებს. ჩემი აზრით, ეს არის წინსვლის გზა. ჩვენ ზოგჯერ უკანაც უნდა მივიხედოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

მარტინ ლუთერ კინგი 1929 წლის 15 იანვარს დაიბადა, იგი 39 წლის ასაკში მოკლეს.

ყოველ წელს, იანვრის მესამე ორშაბათს, ამერიკელები სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნას პატივს მიაგებენ. იგი 1950-60-იან წლებში მსოფლიოს მასშტაბით რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აწყობდა და იბრძოდა აფროამერიკელების უფლებების დასაცავად.

1994 წლიდან აშშ-ის კონგრესმა იანვრის მესამე ორშაბათი ეროვნულ დღედ გამოაცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend