მთავარიევროპაუკრაინარუსების მიერ დაპატიმრებული ათასობით უკრაინელის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია

რუსების მიერ დაპატიმრებული ათასობით უკრაინელის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია

მას შემდეგ, რაც რუსეთი მეზობელ უკრაინაში შეიჭრა, იმატა ცნობებმა უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებისა და გატაცების შესახებ.

მათი უმეტესობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხვდება.

ზოგიერთს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას აბრალებენ, ზოგმა კი საერთოდ არ იცის რისთვის და რა ბრალდებით დააკავეს.

ახლობლები და ნათესავები უკრაინის ქალაქებში რეგულარულად მართავენ საპროტესტო აქციებს თავიანთი ახლობლების გათავისუფლების მოთხოვნით და მსოფლიოს ყურადღების მისაპყრობად.

ალინა კაპაცინას ხშირად ესიზმრება, როგორ ურეკავს დედამისი და ეუბნება, რომ სახლში ბრუნდება. სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა 45 წლის ვიტა ჰანიჩი აპრილში წაიყვანეს. მას შემდეგ იგი არ დაბრუნებულა. ოჯახმა მოგვიანებით შეიტყო რომ ვიტა, რომელსაც თავის ტვინის პრობლემის გამო კრუნჩხვები ემართება, რუსების მიერ კონტროლირებად დონეცკის რეგიონის ერთ-ერთ ციხეშია.

ალინა კაპაცია ჰყვება, რომ წერილი მიიღეს დონეცკის იუსტიციის სამინისტროდან, სადაც ეწერა, რომ ვიტა ჰანიჩის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონდათ. წერილში არ იყო ნახსენები, იყო თუ არა დაპატიმრებული, მხოლოდ ეწერა, რომ მის მიმართ პრეტენზიები არ არსებობდა.  ლინასთვის უცნობია, ჯერ კიდევ რატომ არის ვიტა საპატიმროში.

ჰანიჩი ერთ-ერთია იმ ათასობით უკრაინელთაგან, რომლებიც რუსულმა ძალებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დააკავეს. ზოგი სამხედრო ტყვედ მიიჩნევა, თუმცა საომარ მოქმედებებში არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა. ზოგი გაურკვევლობაშია, რადგან არც ბრალდებას უყენებენ და არც სამხედრო ტყვეებად მიიჩნევიან.

ყოფილი სამოქალაქო ტყვე ვოლოდიმირ ჰნატოვსკი ოლონივკას სასჯელაღსრულების კოლონიაში იყო. მან რუსების პატიმრობაში ყოფნის დროს საშინელ პირობებზე ისაუბრა. იგი გასული წლის ივლისში ასდღიანი პატიმრობის შემდეგ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

„ხომ გინახავთ ფილმები მეორე მსოფლიო ომზე, როცა უყურებ საკონცენტრაციო ბანაკებს, სადაც ადამიანებს წვავდნენ“, – იხსენებს ვოლოდიმირ ჰნატოვსკი.

მისი თქმით, ოლენივკაშიც ხოცავდნენ ადამიანებს.  საკონცენტრაციო ბანაკებში საწოლები ჰქონდათ, თუმცა მათ  ბეტონის იატაკზე ეძინათ.

ათასობით უკრაინელის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ახლობლები და ნათესავები უკრაინის ქალაქებში რეგულარულად მართავენ საპროტესტო აქციებს თავიანთი ახლობლების გათავისუფლების მოთხოვნით და მსოფლიოს ყურადღების მისაპყრობად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend