მთავარიკუბიგაერო: უკრაინაში 7 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერო: უკრაინაში 7 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისარის უახლესი მონაცემებით, გასული წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 16 იანვრამდე, უკრაინაში დაიღუპა 7031 მშვიდობიანი მოქალაქე რომელთაგან 433 ბავშვია, დაშავებულთა რაოდენობა კი გაეროს მონაცემებით 11 ათასზე მეტია.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საუბარი არის მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებზე და სინამდვილეში მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება მეტი იყოს, განსაკუთრებით ისეთ ადგილებზე, სადაც საოკუპაციო ძალების აქტივობის გამო მკვლევარებს ხელი არ მიუწვდებათ.

მონაცემების მიხედვით, მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილის 90% შემთხვევებისა იმ ტერიტორიაზე მოდის, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფის ცნობით, უმრავლესობა შემთხვევში სიკვდილის მიზეზია ისეთი იარაღის გამოყენება, რომელსაც აფეთქების ფართო რადიუსი აქვს, საუბარია მძიმე არტილერიზე და სარაკეტო დარტყმებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend