მთავარისაქართველოDRI: მოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია

DRI: მოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მოძალადე ჯგუფების თავდასხმების ხელისუფლების წახალისებულია.

DRI -ის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, ჟურნალიტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ხშირად ხდებიან მმართველი პარტიის წახალისებული მოძალადეების სიტყვიერი ან/და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი.

განცხადების მიხედვით, ხელისუფლებამ 2021 წლის 5 და 6 ივლისს ჩადენილი ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობით, თავისუფლად მოქმედებისკენ წაახალისა მოძალადე ჯგუფები.

განცხადების მიხედვით, ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო ორგანოების არაეფექტური მოქმედებამ გააძლიერა ეჭვი, რომ ხელისუფლება შეიძლება თავისი პარტიული მიზნებისთვის იყენებდეს მოძალადე ჯგუფების ორგანიზატორებს. გამოხატვის თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. DRI ლევან ბერძენიშვილის ყვარელში საჯარო ლექციის ფაქტსაც ეხმაურება და წერს, რომ , მათი თქმით, ყვარელში მომხდარი თავდასხმის დროს აშკარა იყო სამართალდამცავების უმოქმედობა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას მოძალადე ჯგუფების წახალისების აშკარა პრაქტიკაზე, ასევე ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა არაორაზროვნად და ცალსახად დაუჭირონ მხარი გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობას და სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და მყისიერად მოახდინონ რეაგირება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend