მთავარიაზიაჩინეთიჩინეთი საგარეო ვაჭრობაში წამყვან ქვეყნად რჩება

ჩინეთი საგარეო ვაჭრობაში წამყვან ქვეყნად რჩება

2022 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სავაჭრო მოგებამ 877 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ აზიური ქვეყანა, ფატქობრივად მსოფლიოს ნომერ პირველი გახდა საგარეო ვაჭრობის მხრივ.

იმის მიუხედავად, რომ ჩინურ პროდუქციასა და მომსახურებაზე ევროპასა და აშშ-ში მოთხოვნა ანტივირუსული ღონისძიებების გამო შემცირდა, ამ ქვეყანამ მაინც მოახერხა, რომ ექსპორტი 7%-ით გაეზარდა.

ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციის სპეკერმა ლუ დალიანგმა გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ეს მაინც არ არის მყარი მაჩვენებელი, რაზეც ჩინეთში იმუშავებენ.

„2022 წელს ჩინეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ პირველად გადააჭარბა 40 ტრილიონ იუანს. 2021 წლის მაღალ მონაცემებთან მიმართებაში კი  სტაბილური ზრდა შეინარჩუნა და  რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ჩინეთი ზედიზედ ექვსი წლის განმავლობაში რჩება საქონლის ვაჭრობის ტოპ წამყვან ქვეყნად. 2022 წლის საბაჟო სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთის საგარეო სავაჭრო მოგებამ შეადგინა 42 ტრილიონი იუანი შეადგინა, რაც 7,7%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ექსპორტი გაიზარდა 10,5%-ით თითქმის 24 ტრილიონ იუანამდე, ხოლო იმპორტი  4,3%-ით და 18,3 ტრილიონ იუანამდე გაიზარდა”,- განაცხადა ლიუ დალიანგმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend