მთავარიევროპარუსეთისანქციების ფონზე რუსეთის მოქალაქეები მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებს ხშირად სტუმრობენ

სანქციების ფონზე რუსეთის მოქალაქეები მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებს ხშირად სტუმრობენ

მას შემდეგ რაც რუსეთის ბაზარი, ცნობილმა დასავლურმა ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის ბრენდებმა დატოვეს, მოქალაქეებს სხვა გზა არა აქვთ

მას შემდეგ რაც დასავლურმა ტანსაცმლის ბრენდებმა რუსეთის ბაზარი დატოვეს, ქვეყანაში მეორადი ტანსაცმლის ბიზნესი აყვავდა.

დედაქალაქისა თუ სხვა ქალაქების ქუჩებში, მრავლად შეხვდებით ე.წ. „მეორადებს.“  Hugo Boss-ის, Massimo Dutti-სა და Armani-ს ფეხსაცმელებს ერთმანეთის გვერდიგვერდ, საკუთარი ხელით აწყობილ თაროებზე, მჭიდროდ დაწყობილს შეხვდებით.

„ჩვენთან მოდიან რადგან იციან რომ მარაგში ყველაფერი გვაქვს. მაგრამ თუ პირდაპირ უცხოური ბრენდისგან სურთ შეკვეთა, მაშინ ვეუბნებით, რომ 2-3 თვე უნდა მოიცადონ.. ზოგჯერ უფრო მეტიც… ჩვენ მაღაზიაში მოთხოვნა ძალიან დიდია. იმიტომ რომ მართლა ყველაფერი გვაქვს“, – ამბობს მაღაზიის მეპატრონე მარია გოლოხა.

მეორადებში“ ყველაზე პოპულარული სათამაშოები და საბავშვო ტანსაცმელია. თუმცა შეხვდებით, მაგალითად სუნამოებსაც და ხელჩანთებსაც.

მეორადებში“ მოქალაქეებს კარგ მდგომარეობაში მქონე ნივთების ჩაბარებაც შეუძლიათ. იმ შემთხვევაში თუ ნივთი გაიყიდება, ისინი თანხას მიიღებენ.

მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ მისი პროდუქციის ნახევარი ახალია და ამას ეტიკეტებით ადასტურებს. მისი განმარტებით, ტანსაცმელი იმათმა მიიტანეს, ვისაც ონლაინ შეძენილი პროდუქტი არ მოეწონა.

„ჩვენ ტანსაცმლის საყიდლად H&M-ში დავდიოდით ხოლმე. ახლა იგივე ტანსაცმელს აქ ვპოულობთ, თანაც ფასი თითქმის 10-ჯერ დაბალია. თუ ნივთი სულ ახალია და ეტიკეტიც აქვს, მაინც ორჯერ უფრო ნაკლები ღირს ვიდრე H&M-ის ოფიციალურ მაღაზიაში“, – გვიყვება ტატიანა იანჩიკი, ტანსაცმლის მეორადი მაღაზიის ერთ-ერთი მომხმარებელი.

„ჩვენ დიდ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში ვყიდულობდით, მაგრამ ახლა ამას აზრი უკვე აღარ აქვს. ახლა აქ მოვდივარ და ვიცი, რომ მრავალფეროვანი პროდუქცია დამხვდება და ყოველთვის შევძლებ რომ ჩემთვის რაიმე ვიპოვო“, – ამბობს ოლგა სტებლინინა, ტანსაცმლის მეორადი მაღაზიის ერთ-ერთი მომხმარებელი.

რუსეთში მეორადი პროდუქციის პოპულარობა ფინანსური ზეწოლის გამო იზრდება, ასე ფიქრობს მეორადი ტანსაცმლის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი და განმარტავს:

„როგორც ვხვდები ხალხი ახლა უფრო ნაკლებ ფულს შოულობს. ადრე იმ ტანსაცმელს რომელსაც არ იყენებდნენ  ნაგავში ყრიდნენ ან სხვებს უსასყიდლოდ აძლევდნენ, თუმცა ახლა ასეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მეორად მაღაზიებში მოაქვთ, რადგან ისინი გაყიდონ და ამის თანხა მიიღონ“, – იულია მასლაკოვა, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელი.

როგორც ამ რეპორტაჟის რესპონდენტები ამბობენ, ის ფაქტი, რომ მათ სამშობლოში ტანსაცმლის ბრენდების მაღაზიები დაიხურა და ახლა ძირითადად მეორადი ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის ყიდვა უწევთ, დისკომფორტს არ უქმნით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend