მთავარისაქართველოუფლებადამცველები: 2022 წელი ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი იყო

უფლებადამცველები: 2022 წელი ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი იყო

2022 წელს საქართველოში 21 ქალი მოკლეს, მკვლელობის მცდელობა კი 19 ქალზე ჰქონდათ. ასეთია 2022 წლის ოფიციალური სტატისტიკა. ფემიციდი გენდერის ნიშნით ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმაა და განიმარტება, როგორც „ქალების განზრახ მკვლელობა მათი გენდერის გამო“. ფემიციდს წინ ძალადობის გრძელი ჯაჭვი უძღვის…

„ყველაზე მთავარი მიზეზი ქალთა მიმართ ძალადობის ის არის, რომ სტერეოტიპული წარმოდგენაა, როგორი უნდა იყოს ქალი. რომ უნდა იყოს მორჩილი და ითმენდეს ყველაფერს და ეს სტერეოტიპული დამოკიდებული დამოკიდებულება უდევს საფუძვლად ამ ძალადობას“, – თქვა ორგანიზაცია „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ.

2022 წელი რომ ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი იყო, ამაზე ქალთა უფლებადამცველებიც საუბრობენ. მათი თქმით, 2014 წლის შემდეგ ასეთი მაღალი სტატისტიკა და სერიოზული შემთხვევები არ ყოფილა. სტატისტიკის მიხედვით, ქალებს ძირითადად ქმრები, პარტნიორები ან ყოფილი ქმრები კლავენ. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მკვლელი ოჯახის სხვა წევრიცაა.

„ტიპური ფემიციდის შემთხვევებია, როცა სხვადასხვა მიზეზით ოჯახის რომელიმე წევრი წყვეტს დასაჯოს ქალი, ისევ ქალობის გამო“, – აღნიშნა ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის“ თანადირექტორმა, იდა ბახტურიძემ.

კანონმდებლობის კუთხით საქართველოში საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობაა და ფემიციდი უკვე ისჯება 16 წლიდან უვადო პატიმრობით.

„საუბარი იყო, რომ ფემიციდის განმარტება უნდა შესულიყო კანონმდებლობაში და ამ მიზნით ვითხოვდით ფემიციდის არსებობას კანონმდებლობაში. დღესაც არის ამაზე საუბარი და კარგი იქნება, თუ ოჯახში ძალადობის კანონში იქ ფემიციდიც აიხსნება“, – თქვა ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის“ თანადირექტორმა, იდა ბახტურიძემ.

გენდერის ნიშნით მკვლელობა და ძალადობის სხვა ფორმები გოგოებისა და ქალების მიმართ შესაძლოა, სრულად არ აღმოიფხვრას, თუმცა შემთხვევების უმეტესობის თავიდან არიდება შესაძლებელია. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობაზე, იყოს უკეთესი. ფემიციდის რიგ შემთხვევებში თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, შესაბამის სტრუქტურებს უფრო ეფექტიანად რომ ემოქმედათ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend