მთავარიგადაცემებისამიზნესპორტული ტურიზმი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკას ავითარებს

სპორტული ტურიზმი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკას ავითარებს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო დროს სულ უფრო მეტი სპორტის მოყვარული ჩადის სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაზე დასასწრებად, რის გამოც ადგილობრივ სტუმარ-მასპინძლობის სექტორსა და გართობის ინდუსტრიაში მილიონობით დოლარის შემოდინებას ელოდებიან.

ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ სპორტის საშუალებით 2 მილიარდი ევრო შედის დუბაის ეკონომიკაში, რაც საამიროების წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 2.3 პროცენტს შეადგენს.

ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი სპორტული ტურიზმის მიმართულებად ყალიბდება, რომლის საბაზრო ღირებულებაც 550 მილიარდ ევროდ არის შეფასებული. აქ ჩამოსული ტურისტები თითო ჩამოსვლაზე საშუალოდ 4500 ევროს ხარჯავენ ბინაში, ტრანსპორტსა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაზე.

დუბაიში შვიდკაცა რაგბის სამდღიან ტურნირზე 100 ათასზე მეტი გულშემატკივარი ჩადის.  ეს ყველაზე დიდი და სახალისო სპორტული ფესტივალია ახლო აღმოსავლეთში.

მაიკ ფილიფსი,  „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ [ბრიტანეთის კუნძულების ნაკრები გუნდი] ყოფილი მორაგბე:

„ეს უზარმაზარი მოვლენაა ეკონომიკისა და ტურიზმის თვალსაზრისით, რადგან ეს მსოფლიო დონის მოვლენაა. დუბაიში მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეები ჩამოდიან. თამაში დაძაბული და მიმზიდველია. ამიტომ სპონსორები სიამოვნებით აფინანსებენ. ეს არის შესანიშნავი სპორტული კვირეული და ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა კმაყოფილი მიდის, ყველა ამბობს, რომ დიდი სიამოვნება მიიღო და მომავალშიც დაესწრება მსგავს შეჯიბრებას“.

ამ ტურნირზე მამაკაცთა  16, ხოლო ქალთა 12 გუნდი იღებს მონაწილეობას, გარდა ამისა, იმართება საოჯახო წარმოდგენები საერთაშორისო დონის დიჯეების მონაწილეობით. აქ ყველა პოულობს გასართობს.

დუბაის სპროტულ კალენდარს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება DP World Tour-ი დაემატ, რომელშიც გოლფის 50 საუკეთესო  მოთამაშე იბრძოდა სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის, გამარჯვებული კი ამ ტურისთვის უპრეცედენტოდ დიდი თანხით – 9 მილიონი ევროთი დაჯილდოვდა. გოლფის ერთკვირიან ტურს 65 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, საიდანაც 18 ათასი უცხოეთიდან ჩამოვიდა.

სიმონ კორი-რაიტი, DP World Tour-ის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

„სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ სპორტის ეკონომიკას დუბაიში 2 მილიარდ დოლარზე მეტი შეაქვს. ყოველი დახარჯული 6 დოლარიდან ერთი გოლფზე მოდის, რაც საერთო ჯამში 350 მილიონ დოლარს უდრის. ამ შემოსავლის დიდი ნაწილი კი იმ სპორტულ ღონისძიებებზე მოდის, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ დუბაიში. ეს ღონისძიებები ქვეყანაში  გოლფის სულ უფრო მეტ მოყვარულს იზიდავს. ტურიზმი დუბაის ეკონომიკის დიდი ნაწილია“.

დუბაი ე.წ. სპორტულ ტურისტებს უამრავ გასართობს სთავაზობს. 5-ვარსკვლავიან სასტურმოებში შესანიშნავი ფიტნესდარბაზებია. სასტუმრო Jumeirah Beach Hotel-ი გასულ წელს ნომრების დაჯავშნას ვერ აუდიოდა, რადგან  ქვეყანაში ჩატარდა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი და დუბაის ტრიათლონი.

ჯეისონ ჰარდინგი, Jumeirah Beach Hotel & Wild Wadi-ის მმართველი დირექტორი:

„ჩვენ ვიცით, როდის ტარდება მსოფლიო დონის ღონისძიებები, როგორებიცაა, მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ან სულ ახლახან დასრულებული დუბაის ტრიათლონი, ამ დროს დიდი მოთხოვნაა ჩვენს ბიზნესზე და ამას ერთი შეხედვითაც შეამჩნევ. ჩამოსულებს სწრაფად გამოარჩევ მათი ჩაცმულობის მიხედვით, იმატებს ხალხის რაოდენობა აუზსა თუ სავარჯიშო დარბაზებში. საფეხბურთო ჩემპიონატის დროს სტუმრებისთვის სპეციალური დარბაზები გამოვყავით, რათა თვალყური გვედევნებინა სტუმრებისთვის. მაგრამ ბედის ირონიით სწორედ ამ დროს ის ევროპელი სპორტსმენები ჩამოვიდნენ, რომლებიც იმ დროს ისვენებდნენ“.

ბოლო დროს დუბაის სპროტულ კალენდარს კიბერსპორტის ფესტივალი დაემატა. ეს ფესტივალი დუბაიში პირველად ჩატარდა და საამიროების ყველაზე დიდი სპორტული სანახაობა გამოდგა. ორი კვირის განმავლობაში ერთად შეიკრიბნენ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები, თამაშების ავტორები, შემოქმედებითი ადამიანები და ხელოვანები. ფესტივალის დროს კიბერსპორტის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ და დაესწორონ საუკეთესო მოთამაშეებსა და ამ ინდუსტრიის წამყვან პირებს.

მუნა ალ-ფალასი, დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის ფესტივალების სტრატეგიის დირექტორი:

„დუბაისთვის მთავარია უცხოელი ტურისტების მოზიდვა. ჩვენ მხოლოდ საუკეთესო ტურისტული მიმართულების ჰაბი კი არ ვართ, არამედ კიბერსპორტისაც. ჩვენთან 32 გუნდი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა ერთმანეთს შეეჯიბრონ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს დუბაის, იქცეს კიბერსპორტის ჰაბად და ბიზნესად.“

სპორტული ტურიზმი დაახლოებით 100 ათას სამუშაო ადგილს ქმნის, რაც დუბაიში დასაქმების 4 პროცენტს უდრის. ამ ქვეყანაში წელიწადში ტარდება 400 სპორტული ღონისძიება, რომელთაგან 130 ათასი საერთაშორისოა. ასეთი მრავალფეროვნება ხელს უწყობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომ ნელ-ნელა გლობალური სპორტული ტურიზმის ცენტრად იქცეს.

ავტორი: კეტი ჩემბერსი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend