მთავარიკუბიუცხოელმა ჟურნალისტებმა 600-მდე დაღუპული უკრაინელი სამხედროს კვალს ვერ მიაგნეს

უცხოელმა ჟურნალისტებმა 600-მდე დაღუპული უკრაინელი სამხედროს კვალს ვერ მიაგნეს

კრამატორსკში უკრაინელი სამხედროების მასობრივი დახოცვის შესახებ ინფორმაციას, ადგილზე მყოფი უცხოელი ჟურნალისტების ჯგუფი არ ადასტურებს.

CNN-ის კორესპონდენტები აღნიშნავენ, რომ მათ ქალაქში ავიადარტყმის შემდეგ, არანაირი ნიშანი მასშტაბური ადამიანური მსხვერპლისა არ უნახავთ. მათი თქმით, ამაზე მოწმობს, აქტივობის არარსებობა ადგილობრივ მორგებში და არც განსაკუთრებული ოპერაციები ცხედრების გამოსაყვანად.

ორ შენობასთან, რომელზეც რუსული მხარე აცხადებდა, რომ უკრაინელი სამხედროების ერთ-ერთი ბაზა იყო, მივიდნენ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტებიც. მათი თქმით, არცერთ შენობას მნიშვნელოვანი ზიანი არ აქვს მიყენებეული, ასევე შენობაში უკრაინელი სამხედროების ყოფნაც არ დასტურდება.

ასევე კრამატოსრკში იმყოფება ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი. ის აქვეყნებს ფოტოს და აღნიშნავს, რომ  დარტყმა არ იყო პირდაპირი და მოხვდა შენობის ეზოს, რის გამოც გაჩნდა ღრმული.

 

უნდობლობას უცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მილიტარისტული რუსული არხი ტელეგრამზე. მათი თქმით, არცერთმა დარტყმამ დიდი ზიანი არ მიაყენა შენობებს და ასეთი მცირე დაზიანებით, მათი თქმით, შეუძლებელია, რომ 600-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend