მთავარისაქართველოთბილისის დათოვლილი ზოოპარკი

თბილისის დათოვლილი ზოოპარკი

დათოვლილი თბილისი ზოგისთვის ბავშვურ სიხარულთან ასოცირდება, ზოგს კი ერთი სული აქვს, მზე როდის გამოანათებს. თუმცა საინტერესოა რა მოსაზრება აქვთ ამ საკითხზე თბილისის ზოოპარკის ბინადრებს.. პასუხები მრავალფეროვანია.

ზოგს ურჩევნია თოვლს თბილი ვოლიერებიდან უყუროს, ზოგი სახლშია შეყუჟული და კონტაქტზეც კი უარს ამბობს, აი დათვებისთვის კი ნამდვილი დღესასწაულია. თავს შესანიშნავად გრძნობენ ვეფხვებიც.

“თოვლის მოსვლაზე სხვადასხვა სახეობის ცხოველი სხვადასხვაგვარად რეაგირებს და ეს ბუნებრივია დაკავშირებულია იმასთან თუ სად არის ზოგადად ბუნებაში ესა თუ ის ცხოველი გავრცელებული. ზოგისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ძალიან კომფორტულად გრძნობს ცხოველი თავს თოვლში, ზოგი კი ცდილობს რომ თავი შეაფაროს სიცივეს, სისველეს და გადაინაცვლოს დახურულ ვოლიერში. მაგალითად, უსურიის ვეფხვი გადასარევად გრძნობს თავს, რადგან ციმბირშია გავრცელებული და თოვლი, სიცივე მისთვის პრობლემა არ წარმოადგენს. როცა, მაგალითად, ასეთ ამინდში ზოოპარკში გარეთ ნაკლებად სავარაუდოა რომ ნახოთ სპილო, მარტორქა ან ჰიპოპოტამი, ისინი დახურულ სივრცეში შედიან, სადაც თბილა”, — ამბობს თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია შარაშიძე.

როგორც ამბობენ, ზამთარში თბილისის ზოოპარკში ცხოველების მოვლა განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული არ არის, რადგან თბილისსა და მის შემოგარენში ზამთარშიც კი, ზომიერი ტემპერატურაა და ძლიერი ყინვები თითქმის არ არის.

თბილისის ზოოპარკის მიერ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ახალ ვოლიერებში ცხოველები განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობენ თავს.   ამ ტერიტორიაზე განთავსებული ცხოველების უმრავლესობა საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულ სახეობას მიეკუთვნება. აქ ვხვდებით მგლებს, დათვებს, ნიამორებს, ირმებს, ჯიხვებსა, დომბებს ეს ცხოველები ადგილობრივ გარემო პირობებს კარგად არიან შეგუებულნი და თავს ყველაზე კომფორტულად სწორედ ღია ცის ქვეშ, ბუნებრივ გარემოში გრძნობენ.

დავით კეკენაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend