მთავარისაქართველოანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შესარჩევი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შესარჩევი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გამართა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა, კენჭისყრის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე აირჩიეს.

საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.

ანტიკორუფციულ ბიუროს კონკურსის წესით შერჩეული პირი უხელმძღვანელებს, რომელსაც 6 წლის ვადით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან:

• მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე;
• პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე;
• პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი;
• უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე;
• გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე;
• სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე;
• „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი ალექსანდრე ქევხიშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend