მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთის მთავრობა ქვეყნის 33 ათას მცხობელს კრიზისის დაძლევაში დაეხმარება

საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის 33 ათას მცხობელს კრიზისის დაძლევაში დაეხმარება

საფრანგეთის მთავრობა ყველანაირად ცდილობს, რომ მზარდი წარმოების ხარჯების გამო ტრადიციული საცხობები არ დაიხუროს. ენერგომომწოდებლები დათანხმდნენ პირობას, რომ  გადახედავენ იმ მცხობელებთან დადებულ კონტრაქტებს, რომლებსაც გადასახადებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებათ.

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი ბრუნო ლე მერი აღნიშნავს, რომ საფრანგეთის 33 000 მცხობლისთვის შემუშავებულია სამი ტიპის დახმარება.

პირველი ეს არის ფინანსური დახმარება, მეორეა კრიზისულ პერიოდში 20 პროცენტიანი ფასდაკლება. ამ ყველაფერის გაერთიანების შემთხვევაში მცხობელები თითქმის 40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ხოლო მესამე სოციალური უზრუნველყოფის შენატანებისა და გადასახადების გადახდის გადავადებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო მცხობელებს არ დააღალატებს – ეს იყო პოლიტიკოსების მთავარი გზავნილი. კრიზისი კი მას შემდეგ  გამწვავდა, როდესაც ტრადიციული ფრანგული პური, ბაგეტი, გაეროს კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში შეიტანეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend