მთავარიკუბირუსეთის განცხადებამ HIMARS-ის განადგურების შესახებ კითხვები გააჩინა

რუსეთის განცხადებამ HIMARS-ის განადგურების შესახებ კითხვები გააჩინა

გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, როდესაც უკრაინამ პირველად მიიღო ჰაიმარსი, მოსკოვი მუდმივად ავრცელებდა ინფორმაციას სისტემების განადგურების შესახებ, თუმცა ოფიციალური განცხადებების მიხედვით განადგურებული ჰაიმარსების რაოდენობა არ ემთხვევა უკრაინისთვის გადაცემული სისტემების რაოდენობას

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებული ცნობით, წელს კრამატოსრსკის მახლობლად ჰაიმარსის ორი ამერიკული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა გაანადგურეს. ამ ინფორმაციამ კითხვები გააჩინა სოციალურ ქსელში და დეტალების გასარკვევად მცირე კვლევა BBC-ის რუსულმა ოფისმა ჩაატარა.

BBC-მ გაარკვია, რომ განაცხადებების მიხედვით რუსეთმა 35 ჰაიმარსი გაანადგურა. მონაცემები არ ემთხვევა ოფიციალურ ცნობებს, რომლის მიხედვითაც უკრაინამ ამერიკისგან 20 ჰაიმარსი მიიღო და კიდევ რამდენიმე ასეთი სისტემა 2023 წლის დასაწყისში უნდა მიიღოს.

თეთრი სახლის წაარმომადგენლებიგასულ წელს აცხადებდნენ, რომ რუსულ მხარისთვის შეუძლებელი იყო ჰაიმარისის განადგურება, ისევე როგორც ამას აცხადებდა ოფიციალური კიევი. გასული წლის სექტემბერში „ვოშინგტონ პოსტი“ წერდა, რომ უკრაინამ გამოიყენა ჰაიმარსის მაკეტი, რათა სიცრუეში შეეყვანათ რუსული დაზვერვა და მათ დაეხარჯათ ძვირადღირებული რაკეტა ხელოვნურად დამზადებულ ჰაიმარასზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend