მთავარიგადაცემებიReview Newsარალეგალური მიგრაციის კიდევ ერთი წელი ევროკავშირში

არალეგალური მიგრაციის კიდევ ერთი წელი ევროკავშირში

ევროკავშირის საზღვრების უკანონო კვეთა 2022 წელს სულ უფრო გახშირდა. ევროკავშირის საზღვრების კონტროლის სააგენტოს  Frontex-ის ინფორმაციით,  წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე 281 ათსმა ადამიანმა გადმოკვეთა საზღვარი როგორც ზღვით, ისე  ხმელეთით. ეს მაჩვენებელი 77 პროცენტით აღემატება 2021 წლის იმავე მაჩვენებელს.

ხოლო 2022 წლის მხოლოდ ოქტომბერში უკანონო საზღვრის კვეთის  42 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 71 პროცენტით მეტია, ვიდრე გასული წლის ოქტომბერში.

ყველაზე პოპულარული მარშრუტი დასავლეთ ბალკანეთის რეგიონზე გადიოდა, რომელზეც საზღვრის კვეთის 128 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის მიგრანტთა კრიზისის შემდეგ.

მთავრობის საპასუხო ნაბიჯი შიგადაშიგ ღობეებისა და  კედლების შენება იყო, განსაკუთრებით 2021 წელს, როდესაც ბელარუსმა, დიდი ალბათობით, მიგრანტთა ნაკადი ევროკავშირის საზღვრისკენ ხელოვნურად მიმართა ბრიუსელის დასჯის მიზნით. ამ ბრალდებას მოსკოვი უარყოფს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირში შიშობენ, რომ ასეთი ე.წ. „მიგრაციული იარაღი“ ისევ განმეორდება.

ამჟამად ევროკავშირის შენგენის ზონაში სულ 19 სასაზღვრო ღობეა, რომლის სიგრძეც 2 ათას კოლომეტრზე მეტია. 2022 წელს ევროკავშირის თორმეტმა  ქვეყანამ საზღვარზე ერთ ან რამდენიმე ადგილზე აღმართა ღობე. ბევრმა აღადგინა  სასაზღვრო კონტროლიც და ამით  შეაჩერა შენგენის სისტემის მოქმედება.

კონტროლი გაამკაცრა საფრანგეთმაც, რითაც იმედი გაუცრუა ადამინის უფლებათა დამცველებს.

 

ბასკეთში, ესპანეთ-საფრანგეთის  საზღვარზე, აფრიკიდან ათასობით მიგრანტი გადავიდა. ისინი ჩრდილოეთ ევროპაში ცდილობდნენ შეღწევას. ორმა სამარცხვინო ეპიზოდმა ცხადყო, რომ  ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს ერთსულოვნად. პირველი იყო მიგრანტების მაროკოდან ესპანეთში გადასვლის მცდელობა, რომლის დროსაც 23 ადამიანი დაიღუპა. მეორე კი იყო საფრანგეთისა და იტალიის დავა მიგრანტებით სავსე გემის OCEAN VIKING-ის  თაობაზე. ეს გემი იტალიის მთავრობამ არ მიიღო. მოგვიანებით კი ის ტულონში Toulon შევიდა.

განგაშის ზარების ფონზე ბრიუსელმა განაცხადა, რომ  მიიღო მიგრანტთა შემოსვლის კოორდინაციის უკეთესი გეგმა, რომელიც სამართლიანი მიგრაციის სისტემის შექმნას ემსახურება. ბრიუსელში ფიქრობენ, რომ ეს ჰუმანური გზით უდნა მოხდეს. ბრიუსელი ისევ აწარმოებს  მიგრანტების მზარდი ნაკადის მონიტორინგს.

ევროკავშირში უკვე 7 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღეს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი გააჩაღა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თითქმის 5 მილიონი ადამიანისთვის „დროებითი დაცვის“ სისტემა შექმნეს.

ევროკავშირის ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, რუმინეთმა 91 ათას უკრაინელ ლტოლვილს უმასპინძლა დროებით თავშესაფარში. ხოლო პოლონეთმა – 1.5 მილიონ უკრაინელს. საფრანგეთმა კი იგივე  სქემა 118 ათასი უკრაინელი ლტოლვილისთვის აამოქმედა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend