მთავარიაზიაავღანეთიავღანეთში ქალთა უფლებების უხეში დარღვევა შეშფოთებას იწვევს - გაერო

ავღანეთში ქალთა უფლებების უხეში დარღვევა შეშფოთებას იწვევს – გაერო

ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობის მიერ ქალების არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის აკრძალვამ საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია. გაერო საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, განაგრძოს მუშაობა, რომ მოიძებნოს გამოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავღანეთი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება.

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე რამიზ ალაკბაროვი აცხადებს, რომ გაერო მომავალშიც გააგრძელებს ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

მისი თქმით, გაეროს საგანგებო სიტუაციებისა და ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი ავღანეთში ვიზიტით ჩამოვა. იქნება კიდევ რამდენიმე ვიზიტი, რომლებიც მაღალ დონეზე წარიმართება. რამიზ ალაკბარაოვი აღნიშნავს, რომ გაეროს მიზანია ამ რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნა. შეხვედრები მომდევნო კვირებში იგეგმება. მანამდე კი გაერო ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდება.

„თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სულ უფრო მეტად იზღუდება ქალების უფლებები. ამას მოწმობს ის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით, ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა ეკრძალებათ. ავღანეთის პარლამენტის  ყოფილი დეპუტატი ფავზია კუფი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, „თალიბებს“ პასუხისმგებლობა დააკისროს.  მისი თქმით,  „თალიბებმა“ ყველაფერი წაართვეს ქალებს.

ბოლოს ალბათ სუნთქვასაც აუკრძალავენ, რადგან მათ აღარ აქვთ სახლიდან გამოსვლისა და სამსახურში სიარულის უფლება.

გასულ თვეს ისლამისტებმა ქალებს უმაღლესი განათლების მიღებაც აუკრძალეს. ამ გადაწყვეტილებას ავღანეთისა და მსოფლიოს ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend