ომი შემზარავია არა მხოლოდ გარდაცვლილებისა და დაჭრილების, ან დანგრეული ინფრასტრუქტურის სტატისტიკით. უაღრესად მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმ უზარმაზარ ხარკზე, რომელიც გაიღო მილიონობით ადამიანმა, რომელთა ცხოვრებაც სამუდამოდ შეცვალა რუსეთის შემოჭრამ. ყოველ წუთს და წამს მთელ უკარინასა და მის ფარგლებს გარეთაც ვიღაცის ცხოვრება თავდაყირა დგება. არავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, არავინ არის კარგად, ყველას ვიღაც ენატრება – ის, ვინც დატოვა ქვეყანა ან ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის. ათასობით მესიჯი ვერ აღწევს ადრესატამდე.
უკრაინელები უფრო ხშირად ბრაზზე საუბრობენ, ვიდრე შიშზე. სიცოცხლე კი გრძელდება, მიუხედავად ყველაფრისა.
იმ ფოტოებს შორის, რომლებიც უკრაინაში რეპორტაჟების დროს გადავიღე, თქვენ ნახავთ უკრაინელებს, რომლებმაც ომის საშინელება გადაიტანეს. ისინი ყოველდღე აკეთებდნენ არჩევანს – ირჩევდნენ სიცოცხლისა და ბრძოლის გაგრძელებას, თავიდან აშენებდნენ საკუთარ კარ-მიდამოს და სხვებსაც ეხმარებოდნენ შენებაში.
ავტორი: ნატალია ლიუბჩენკოვა