მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში ირანელმა მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა

საფრანგეთში ირანელმა მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა

ლიონში, გალიანის ხიდზე, დაახლოებით 40 ადამიანი შეიკრიბა, რათა პატივი მიეგოთ ირანელი მოჰამედ მორადისთვის, რომელიც მდინარე რონაში გადახტა და  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აქციის მონაწილეებმა ვარდები და სანთლები მიიტანეს ხიდზე. ისმოდა შეძახილებიც: „ქალები, სიცოცხლე და თავისუფლება“. ეს ლოზუნგი ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ გახდა აქტუალური. თვითმკვლელობამდე მოჰამედმა ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ აპირებდა თვითმკვლელობას, რათა  საერთაშორისო საზოგადოებას უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინა ირანში მიმდინარე მოვლენებისადმი.

გავრცელებულ ჩანაწერში მოჰამედ მორადი უხსნის საზოგადოებას, რომ თავს პირადი პრობლემების გამო არ იკლავს. მისი მიზანია, ევროპელებმა, ევროპულმა  და დასავლურმა ქვეყნებმა ყურადღება მიაქციონ ირანში მიმდინარე მოვლენებს. ვიდეოს ბოლოს მოჰამედ მორადი ამბობს ირანში გავრცელებულ ცნობილ ფრაზას: „დიდება თავისუფლებას! „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“.

ბოლო ინფორმაციით, ირანში მიმდინარე დემონსტრაციებს 476 მომიტინგე ემსხვერპლა. გაეროს მონაცემებით, არეულობის დაწყებიდან დღემდე დაკავებულია 14 000-ზე მეტი მოქალაქე.

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ არ დაინდობენ არავის,  ვინც სახელმწიფოს მიმართ მტრულად არის განწყობილი. იგი დემონსტრანტებს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend