მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი მებრძოლების შექმნილი მოწყობილობა, როგორც რუსეთთან და საბჭოთა იდეებთან ბრძოლის სიმბოლო

უკრაინელი მებრძოლების შექმნილი მოწყობილობა, როგორც რუსეთთან და საბჭოთა იდეებთან ბრძოლის სიმბოლო

უკრაინელმა ჯარისკაცებმა საბჭოთა ვოლგას ახალი დანიშნულება მოუძებნეს – მასზე რუსული საარტილერიო თავდასხმების სამიზნეების დასადგენად სპეციალური მობილური სათვალთვალო კოშკი დაამონტაჟეს. ეს მოწყობილობა უკრაინის 127-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მებრძოლებმა მოხალისეებთან ერთად შექმნეს. უკრაინელი ჯარისკაცი ტარას შევჩენკო ამბობს, რომ რუსული საოკუპაციო ძალების სამიზნეების დასადგენად, ახალი სათვალთვალო მოწყობილობა მებრძოლებს მნიშვნელოვნად ეხმარება.

„ასეთი მოწყობილობა ჩვენც არ გვინახავს. მხოლოდ გვსმენია, რომ ამერიკაში მექსიკასთან მოსაზღვრე შტატებსა და ტეხასის შტატში ზოგჯერ მსგავს მოწყობილობებს იყენებენ, რათა საზღვრის უკეთ დაიცვან. თუმცა იქ ამას თანამედროვე მოწყობილობებით აკეთებენ, რომლის სიმაღლე დაახლოებით 8-10 მეტრია“ – ამბობს ტარას შევჩენკო, ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის ჯარისკაცი

სათვალთვალო მოწყობილობის ერთი-ერთი შემქმნელი სწორედ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის ჯარისკაცი ტარას შევჩენკოა. ის ამბობს, რომ ერთი ასეთი კოშკის მოწყობა 5000 დოლარამდე ჯდება და საკმაოდ ეფექტურად მუშაობს.

„შეიძლება ითქვას, რომ მოწყობილობის პირველი პროტოტიპი უკვე შექმნილია და კარგადაც მუშაობს. ეს კოშკი საარტილერიო თავდასხმების დროს, ქვემეხების მოგერიებაში გვეხმარება. კამერა 5 კილომეტრამდე ხედავს და 18 მეტრი სიმაღლის კუთხე აქვს. ჩვენ ვხედავთ სამიზნეს და კონკრეტულ ადგილებზე შეგვიძლია კიდეც დავარტყათ მოწინააღმდეგეს“ – ამბობს ტარას შევჩენკო

კოშკის მოქმედებაში მოსაყვანად ჯარისკაცებს დაახლოებით 15 წუთი სჭირდებათ. ამერიკის შთაგონებით შექმნილი და რუსულ საბჭოთა ვოლგაზე დამონტაჟებული მობილური სათვალთვალო კოშკი რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ წარმატებით მუშაობს.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend