მთავარიაზიაავღანეთიავღანეთში ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა აეკრძალათ

ავღანეთში ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა აეკრძალათ

საერთაშორისო შეშფოთება მოჰყვა ავღანეთში „თალიბანის“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ქალებს აეკრძალოთ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა. საკითხის განსახილველად ქაბულში გაეროს წარმომადგენელი რამიზ ალაკბაროვი ჩავიდა.

ახალი გადაწყვეტილების გამო მუშაობა შეაჩერა ოთხმა დიდმა არასამთავრობო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ. ქაბულის ქუჩებში ასევე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

გაეროს წარმომადგენელი რამიზ ალაკბაროვი „თალიბანის“ მთავრობის მინისტრს ქარი დინ მოჰამედ ჰანიფს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შეხვდა. მათ უნდა განეხილათ „თალიბანის“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის უფლება აღარ აქვთ. აკრძალვის გამო ოთხმა დიდმა საერთაშორისო ჰუმანიტარულმა სააგენტომ მუშაობა უკვე შეაჩერა.

ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს დირექტორი ავღანეთში ნილ ტერნერი მოუწოდებს „თალიბანის“ ხელისუფლებას, რაც შეიძლება მალე გააუქმოს ეს გადაწყვეტილება. მისი შეფასებით, ახლა ყველაზე ცუდი დროა, ავღანეთის ეკონომიკა ჩამოშლილია. მათ კი სჭირდებათ ქალები, როგორც სამუშაო ძალის ნაწილი.  მისი თქმით, ეს ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

გასულ კვირას ავღანეთში, „თალიბანის“ გადაწყვეტილებით, ქალებს აეკრძალათ უმაღლესი განათლების მიღება, რამაც საერთაშორისო შეშფოთება და ავღანეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

ბოლო დღეების განმავლობაში ქაბულის ქუჩებში  უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრდა. გაიზარდა საგუშაგოების, ჯავშანმანქანების, „თალიბანის“ სპეცდანიშნულების რაზმისა და შეიარაღებული ოფიცრების რაოდენობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend