მთავარიამერიკააშშსტიქია აშშ-ი: აღმოსავლეთის შტატებში 200 000-ზე მეტი მოქალაქე შობას ელექტროენერგიის გარეშე შეხვდა

სტიქია აშშ-ი: აღმოსავლეთის შტატებში 200 000-ზე მეტი მოქალაქე შობას ელექტროენერგიის გარეშე შეხვდა

შობის დღესასწაულზე ქარიშხლის გამო მილიონობით ამერიკელს დიდი უბედურება დაატყდა თავს. შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობა და ძლიერი ყინვა იყო. გარდაცვლილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა.

დასავლეთ ნიუ-იორკში, ბუფალოში, ქარბუქმა მთელ ქალაქს გადაუარა. საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები დაშავებულთა დასახმარებლად შემთხვევის ადგილამდე ვერ მიდიან.

აღმოსავლეთის შტატებში 200 000-ზე მეტი მოქალაქე შობის დღესასწაულს ელექტროენერგიის გარეშე შეხვდა. ბევრს საშობაო გეგმები ჩაეშალა. ისინი საკუთარი სახლებიდან ვერ ახერხებდნენ გამოსვლას. ხუთი დღის შემდეგ ქარიშხალი თანდათან შესუსტდა. ბოლო ინფორმაციით, კვირას 1700-ზე მეტი რეისი გადაიდო.

ნიუ-იორკის გუბერნატორს ქეთი ჰოკულს მიაჩნია,  რომ მათ ბუნება ებრძვის, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონს  ძლიერი ქარბუქი დაატყდა თავს.  ბუნებამ ისინი შობის დილასაც კი არ დაინდო.  ქეთი ჰოკული აღნიშნავს, რომ ეს ბუფალოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი ქარიშხალია.

იშვიათი სანახაობა იყო სამხრეთ ფლროდაში.  გაყინული იგუანები ხიდან იყვნენ ჩამოცვენილი. როგორც ამბობენ,  თუ ტემპერატურა მოიმატებს,  ქვეწარმავლები ყოველგვარი ჩარევის გარეშე, თავად შეძლებენ გადარჩენას.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend