მთავარიევროპასაფრანგეთიპარიზში მომხდარ თავდასხმაში სიერიელი ქურთები თურქეთს ადანაშაულებენ

პარიზში მომხდარ თავდასხმაში სიერიელი ქურთები თურქეთს ადანაშაულებენ

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 69 წლის პენსიონერი ქურთულ კულტურის ცენტრში შეიჭრა და იქ შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი. შეიარაღებულის შეჩერება ადგილზე მყოფმა მამაკაცებმა შეძლეს.

პენსიონერმა მოგვიანებით აღიარა, რომ მისი მიზანი უცხოელების დახოცვა იყო.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა,  რომ მას ზოგადად უცხოელების დახოცვა სურდა და მისი სამიზნე მხოლოდ ქურთი მოსახლეობა არ ყოფილა.

ჩრდილოეთ სირიაში ასობით სირიელმა ქურთმა გამართა საპროტესტო აქცია. დემონსტრანტებმა თავდასხმაში თურქული მხარე დაადანაშაულეს.

აქციის მონაწილის აზად სულეიმანის აზრით, ეს ომი ქურთი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. მათ თავს ესხმიან არა მხოლოდ ქურთისტაAნის ოთხ რეგიონში, არამედ ევროპაშიც.

ქურთები საფრანგეთის მთავრობისგან დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

განრისხებული ქურთი დემონსტრანტები ფრანგ სამართალდამცველებსაც დაუპირისპირდნენ.  აქციის მონაწილეებმა გაიხსენეს ათი წლის წინ მომხდარი გაუხსნელი მკვლელობაც, რომლის დროსაც 3 ქურთი დაიღუპა.

თავდასხმა დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ  მაკრონმაც, რომელმაც პოლიციის უფროსს მოუწოდა,  ქურთების დიასპორის წარმომადგენლებს შეხვედროდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend