ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში 25 დეკემბერს ღამით, ერთ-ერთ პაბში სროლის შედეგად 26 წლის ქალი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. პოლიცია ეძებს თავდამსხმელს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. ერთ-ერთ პირი რომელიც, სროლის დროს პაბში იმყოფებოდა იხსენებს, რომ მან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო.
პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა ქალი საავდმყოფოში სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.