მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი სამშობლოში მნიშვნელოვანი დახმარების დაპირებით ბრუნდება

ზელენსკი სამშობლოში მნიშვნელოვანი დახმარების დაპირებით ბრუნდება

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატებიდან უკრაინაში ბრუნდება. მათ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დაპირებამ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერასა და შეიარაღებას, უკრაინის პრეზიდენტი და მისი მოკავშირეები მორალურად გააძლიერა.

“ვაშინგტონიდან ვბრუნდებით კარგი შედეგებით, რომლებიც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. როდესაც ვსაუბრობთ „პატრიოტის“ სისტემაზე, ვგულისხმობთ როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეების დაცვას. ეს საკითხი უკვე გადაიჭრა. იქნება ფინანსური დახმარებაც. არის სხვა შეთანხმებებიც, რომლებზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პუტინი კი, თავის მხრივ, ცდილობდა, ყურადღება არ გაემახვილებინა შეთანხმების მნიშვნელობაზე. იგი საზოგადოებას არწმუნებს, რომ მისი არმია მზად არის ამერიკულ შეიარაღებასთან გასამკლავებლად.

“რაც შეეხება „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემებს, ის საკმაოდ მოძველებულია და ისე ვერ მუშაობს, როგორც, მაგალითად, ჩვენი S-300 სისტემა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ოპონენტები აგრძელებენ საუბარს, რომ ეს თითქოსდა თავდაცვითი შეიარაღებაა. ჩვენ ამას გავითვალისწინებთ. ანტიდოტის მოძებნა ყოველთვის შეიძლება. ასე რომ, ისინი ამას ამაოდ აკეთებენ. ეს მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებას გამოიწვევს. სულ ეს არის”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთში ირწმუნებიან, რომ ფრონტის ხაზზე სტაბილური ვითარებაა და ვარაუდობენ, რომ ომი 2023 წელსაც იქნება. ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე კვირას პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს თავის არმიას ყველაფრით, რაც საჭირო იქნება, რომ, როგორც კრემლი უწოდებს, სპეციალური სამხედრო ოპერაცია კვლავ გაგრძელდეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend