მთავარიევროპაუკრაინაქალაქ ბახმუტსა და მის მისადგომებთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

ქალაქ ბახმუტსა და მის მისადგომებთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

რუსეთის განუწყვეტელი დაბომბვის შედეგად თითქმის ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული. ცხელ წერტილში, ქალაქ ბახმუტში, გადარჩენისთვის იბრძვიან.

გასულ კვირას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახიფათო ნაბიჯი გადადგა, მივიდა ფრონტის ხაზზე და ჯარისკაცებს შეხვდა. როგორც ცნობილია, ბოლო ორი თვის განმავლობაში ამ ქალაქისთვის ბრძოლაში ორივე მხარემ დიდი დანაკარგი განიცადა.

ადგილობრივები, როგორც შეუძლიათ, ისე ცდილობენ თავის გატანას. ქალაქში მოწყობილია ჰუმანიტარული პუნქტები, სადაც ადგილობრივებს შეუძლიათ გათბნენ, დალიონ ცხელი ჩაი და ტელეფონები დატენონ.

„ვცდილობთ, გავუძლოთ და გადავრჩეთ. ორივე მხრიდან ისვრიან. არ არის გაზი და წყალი, რაღაც ჰუმანიტარულ დახმარებას კი ვიღებთ. არ არის სტაბილური სამსახური. ყოველდღიურად სხვადასხვა საქმის მოძებნა მიწევს, როგორიცაა, მაგალითად, დამსხვრეული ფანჯრების აღდგენა. თუმცა ჯერჯერობით ვუძლებთ, რადგან არ გვინდა ჩვენი ქალაქის დატოვება, ეს ხომ ჩვენი მიწაა“, – ამბობს დენისი, რკინიგზის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი.

ბახმუტი უკვე რამდენიმე თვეა რუსული კამპანიის ყურადღების ცენტრშია. მის დასაკავებლად მოსკოვმა უზარმაზარი რესურსი  გამოიყენა. მოსკოვში თვლიან, რომ ქალაქის აღებით გზა გაიხსნება სლოვიანსკისა და კრამატორსკისკენ. ეს კი, როგორც ცნობილია, დონბასის რეგიონში  ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქებია, რომლებსაც ჯერ ისევ უკრაინელები აკონტროლებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend