მთავარიამერიკააშშ„არასდროს იქნებით მარტო“ - ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის

„არასდროს იქნებით მარტო“ – ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მისმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი გზავნილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს.

„მისთვის (პუტინისთვის) და ყველა დანარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის დანახვა, რომ მე და პრეზიდენტი ზელენსკი გაერთიანებულნი ვართ, ორი ქვეყანა ერთად ვდგავართ, რათა უზრუნველვყოთ, რომ მან წარმატებას ვერ მიაღწიოს“, – აღნიშნა ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

“თქვენ არასდროს იქნებით მარტო,“ – მიმართა ბაიდენმა ზელენსკის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 1.8 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას გაუგზავნის, რომელიც Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემას მოიცავს.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ სისტემის მუშაობისთვის „აუცილებელი წვრთნების დასრულებას გარკვეული დრო დასჭირდება“, მაგრამ „პატრიოტის“ რაკეტები იქნება „კრიტიკული აქტივი“ უკრაინის თავდაცვისთვის.

პრეზიდენტ ბაიდენის მტკიცებით, შეერთებული შტატები მოწოდებულია უზრუნველყოს, რომ უკრაინას შეუძლია დაიცვას თავისი ქვეყანა რუსეთის აგრესიისგან იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება.

ამასთან, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩრდილი-ატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირის ერთიანია უკრაინის მხარდაჭერის საკითხის მიმართ.

„არასდროს მინახავს ნატო და ევროკავშირი ასეთი ერთიანი არაფერში და ვერ ვხედავ ამ კუთხით რაიმე ცვლილების ნიშანს. ყველამ ვიცით, რა არის აქ სასწორზე, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა მით უმეტეს. არასოდეს გვინახავს ასეთი დიდი შეჭრა ევროპულ ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ისინი ვერ ხედავენ ნიშნებს, რომ პუტინი აპირებს რაიმეს შეცვალოს, თუ ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ და არ დავეხმარებით უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევაში. ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის სასწორზე. სუვერენიტეტის იდეა, გაერო-ს წესდება“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, უკრაინაში შეჭრისას, ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ შეძლებდა ნატო-ს დასუსტებას, მაგრამ სანაცვლოდ, მან გააძლიერა ნატო, რაზედაც მიანიშნებს შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილება, შეუერთდნენ ალიანსს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

„როდესაც ჩვენ მივმართავთ ნატო-ს ჩვენს მოკავშირეებს, ჩვენს თავდაცვის მდივანს, სახელმწიფო მდივანს, ჩვენ ვიღებთ მუდმივ მხარდაჭერას, არა მხოლოდ იქ, არამედ მთელი მსოფლიოდან, იაპონიიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდანაც – ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერის სოლიდარობასთან დაკავშირებით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend