20 დეკემბერს უკრაინაში ომის დაწყებიდან სამასი დღე გავიდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეგრამსა და უკრაინის სახელმწიფო არხზე “ფრიდომ” გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ზელენსკი ბახმუტში მებრძოლ სამხედროებს აჯილდოვებს.
ამავე დღეს გავრცელდა კადრები კრემლიდან, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა დააჯილდოვა უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე მის მიერ დანიშნული ხელმძღვანელები, ასევე „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ ჯილდო გადაეცა პროპაგანდისტული მედია “რაშა თუდეის” მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს.
#Donbass #Ukraine #UkraineRussianWar #UkraineWar #ВСУ #Донецкая #Бахмут #Зеленский #Украина Зеленский и Замминистра обороны Анна #Маляр посетили Бахмут🇺🇦💪🏽 #Bakhmut Также президент вручил награды защитникам города🇺🇦👀💪🏽 pic.twitter.com/y9Blcs8dL4
— Mit'ka 🇺🇦 (@Miit_ka) December 20, 2022
Награждение главы ДНР Дениса Пушилина "за выдающиеся заслуги по защите прав и свобод гражданского населения от агрессии украинских националистов".
Видео: ТАСС/Ruptly pic.twitter.com/Di9OL9eRrY
— ТАСС (@tass_agency) December 20, 2022
გარდა ამისა, 20 დეკემბერს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 16 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში იმყოფებოდა.
სახელმწიფო ტელევიზია აჩვენებდა კადრებს, სადაც ის კონფერენციისთვის განკუთვნილ შენობაში გენერლებთან ერთად იმყოფება.
კრემლმა გამოაქვეყნა ამ შეხვედრის კადრები, თუმცა გამოცემა “სააგენტომ” გადაწყვიტა რომ ეს ინფორმაცია გადაემოწმებინა. მათი დასკვნით, ფოტოები გადაღებულია სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით მდებარეობს დონის როსტოვში, ანუ ოფიციალურად რუსეთის ტერიტორიაზე. ფოტოები ერთმანეთს სააგენტოს ექსპერტებმა შეადარეს. ზოგიერთი ფოტო გადაღებულია ნოემბერში, როდესაც სერგეი შოიგუ იმყოფებოდა შტაბში.
ზელენსკის გამოჩენას ყურადღება მიაქცია დაქირავებულ მებრძოლა დაჯგუფება “ვაგნერის” შემქმნელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც ტელეგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო. ის ამბობს, რომ თუ ზელენსკი აქ არის მზად არის “დაელაპარაკოს რათა გაარკვიონ – რომელი ტერიტორია ვის ეკუთვნის”.
უცნობია, სად იმყოფება პრიგოჟინი თუმცა ცნობილია, რომ ვაგნერის მებრძროლები უკვე თვეებია ცდილობენ ქალაქ ბახმუტის აღებას.