მთავარისაქართველოეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეფინანსირებაზე მიბმული სესხების პროცენტი არ იცვლება

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეფინანსირებაზე მიბმული სესხების პროცენტი არ იცვლება

რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული შემცირდება თუ გაიზარდება ქვეყანაში მოქალაქეების სესხზე პროცენტები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11 პროცენტზე დატოვა.

სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული შემცირდება თუ გაიზარდება ქვეყანაში მოქალაქეების სესხზე პროცენტები.

“ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება და მისი ნორმალიზაცია ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება. მეორე მხრივ, ინფლაციური მოლოდინების გაზრდის ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს აუცილებელი. მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ასარიდებლად, საჭიროების მიხედვით, ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებსაც გამოიყენებს”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა, 2023 წლის პირველ თებერვალს ჩატარდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend