მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმერ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, უფრო მეტად დაეხმაროს უკრაინას

ვოლოდიმერ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, უფრო მეტად დაეხმაროს უკრაინას

ორშაბათს, გვიან ღამით კიევისა და უკრაინის ბევრ სხვა ქალაქში განგაშის ხმა ისმოდა.
სირენები მოსახლეობას რუსული საჰაერო იერიშების შესახებ აფრთხილებს.
უკრაინის დედაქალაქი რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავის სამიზნე გახდა. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ეს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა დედაქალაქზე.

კიევის საჰაერო სივრცეში ირანული წარმოების სულ მცირე ოცი დრონი აღმოაჩინეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელინსკი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინას უფრო მეტად დაეხმაროს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას სჭირდება მეტი არტილერია – მეტი იარაღი, და ჭურვი, ასევე თანამედროვე ტანკები, რომლებიც დიდ მანძილზე უფრო მეტი სიზუსტით ისვრიან და საჰაერო თავდაცვისთვის ბევრად უფრო ეფექტიანია. თუმცა ასეთი თანამედროვე ტანკები უკრაინაში ჯერ არ ჩასულა.
ზელენსკის თქმით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ყველაზე კარგი საშუალება ასპროცენტიანი საჰაერო თავდაცვითი ფარი იქნება.

მიუხედავად მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა, ხარკივში ახალი წლისთვის მაინც ემზადებიან.

თუმცა წელს ნაძვის ხე მიწისქვეშ, ქალაქის მეტროში, გადაიტანეს.

50 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ აანთეს, სწორედ იმ მოედნის ქვეშ, სადაც ჩვეულებრივ იდგმებოდა ხოლმე. საშობაოდ მეტროს ადმინისტრაცია ბავშვებს ყოველდღიურ თეატრალურ სპექტაკლებსა და თამაშებს შესთავაზებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend