მთავარიევროპაუკრაინაევროპარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა

ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა

ევროპარლამენტის დეპუტატებმა 1932/33 წლებში კომუნისტური რეჟიმის მიერ უკრაინელი ერის გენოციდი აღიარა.

საკითხის განხილვისას ევროპარლამენტში მყოფი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსებს ერთსულოვანი მიდგომა ჰქონდათ.

ჰოლოდომორი ერთი და ორი ოჯახის ტრაგედია არ იყო, ეს ერის მიზანმიმართული განადგურების მცდელობა იყო. სტალინის სამხედროები უკრაინულ სოფლებში დაძრწოდნენ და ხალხს საკვებს ართმევდნენ. მათ უკრაინელი ერი სძულდათ“, – თქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევრონიუსი ესაუბრა იმ ევროპარლამენტარსაც, ვისი ინიციატივაც გახლდათ ევროპარლამენტის მიერ ჰოლოდომორის აღიარება. მისი თქმით, პუტინისა და სტალინის მიერ გატარებულ პოლიტიკას შორის ბევრი მსგავსებაა.

1932/33 წლებში კომუნისტური რეჟიმის მიერ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად 3 – 5 მილიონამდე უკრაინელი ადამიანი შიმშილით დაიღუპა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend