მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირში ბუნებრივი აირის ფასებზე ზედა ზღვარის დაწესებაზე ვერ თანხმდებიან

ევროკავშირში ბუნებრივი აირის ფასებზე ზედა ზღვარის დაწესებაზე ვერ თანხმდებიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები ბუნებრივ აირზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

პოლონეთს, საბერძნეთს, ბელგიას, იტალიასა და მალტას ფასების ლიმიტის დაწესება სურთ. ხოლო გერმანია, ნიდერლანდები, დანია, ავსტრია, ესტონეთი და ლუქსემბურგი სკეპტიკურად უყურებენ ამ საკითხს. მათ მიაჩნიათ,  რომ ეს ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის გაზის მიწოდების ჯაჭვს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა „ეგოისტურად“ იქცევა.

„ჩვენ ვიცით, რომ ბუნებრივ აირზე ფასის ზედა ზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენთვისაც სასარგებლო უნდა იყოს და სხვა ქვეყნებისთვისაც, მაგალითად, გერმანიის ან ნიდერლანდებისთვის. თუმცა ჩემთვის შემაშფოთებელია, როგორ გაჯიუტდნენ და დაბლოკეს ეს წინადადება. მგონია, რომ კომპრომისს ჯერ ვერ მივაღწევთ”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თავის კოლეგებს მოუწოდა, თავიანთი პოლიტიკური უთანხმოება დროებით დაივიწყონ და ზედა ზღვართან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიონ. ამით ისინი ზაფხულში ბუნებრივ აირზე რეკორდულ ფასებს აირიდებენ თავიდან.

ბუნებრივ აირზე ფასების დაწესების შესახებ მოლაპარაკებები ორშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრისას გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend